ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ლიდერობს

© Fencing Federation Of Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
ქართველი 23 ქულით უსწრებს უახლოეს მეტოქეს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელს არონ სილადის.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) განახლებული რეიტინგის ლიდერია.
FIE-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც ბაზაძე მეორე ადგილზე გავიდა.
სანდრო ბაზაძეს აქტივში 253 ქულა აქვს. ის 23 ქულით უსწრებს უახლოეს მეტოქეს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელს არონ სილადის.
სწორედ სილადისთან დამარცხდა ბაზაძე ბუდაპეშტის ფინალში. ქართველი მოფარიკავე მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა ანგარიშით 14:15.
გასული სეზონიდან სანდრო ბაზაძე პრესტიჟულ ტურნირებში ზედიზედ მეშვიდედ ხვდება საუკეთესოთა სამეულში - მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, გრან პრიზე და მსოფლიო თასზე.
ზაფხულში ქართველ მოფარიკავეს წლის ორი მთავარი მოვლენა ელის - 1 ივნისს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში ბაზელში, 22-30 ივლისს - მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში მილანში.
ყველა ახალი ამბავი
0