https://sputnik-georgia.com/20230328/peokuraturam-saertasoriso-finansur-piramidastan-dakavsirebuli-saqme-gaxsna-276199070.html
პროკურატურამ საერთაშორისო საფინანსო პირამიდასთან დაკავშირებული საქმე გახსნა
პროკურატურამ საერთაშორისო საფინანსო პირამიდასთან დაკავშირებული საქმე გახსნა
Sputnik საქართველო
დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T19:05+0400
2023-03-28T19:05+0400
2023-03-28T22:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების თანახმად, რომელიც აშშ-ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა, ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად 2019 წელს შექმნა თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი”, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. კერძოდ, თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.2020-2022 წლებში დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 მლნ აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოაგროვეს, რის შემდეგაც პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფმა პირებმა თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისეს და პლატფორმა გააუქმეს.უწყების ცნობით, თანხების მოტყუებით დაუფლების შემდეგ დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა განიზრახა.კერძოდ, ამ მიზნით მან საქართველოში მოქმედი კომერციული საბანკო დაწესებულებები გამოიყენა და თანხები ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულის საკუთრებაში არსებული 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინები, 5 ავტოსადგომი და LEXUS-ის მარკის ავტომანქანა.ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ბრალდებული და არის თუ არა ის დაკავებული.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
პროკურატურამ საერთაშორისო საფინანსო პირამიდასთან დაკავშირებული საქმე გახსნა
19:05 28.03.2023 (განახლებულია: 22:24 28.03.2023) დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, რომელიც აშშ-ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა, ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად 2019 წელს შექმნა თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი”, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა. კერძოდ, თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.
2020-2022 წლებში დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 მლნ აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოაგროვეს, რის შემდეგაც პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფმა პირებმა თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისეს და პლატფორმა გააუქმეს.
უწყების ცნობით, თანხების მოტყუებით დაუფლების შემდეგ დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა განიზრახა.
კერძოდ, ამ მიზნით მან საქართველოში მოქმედი კომერციული საბანკო დაწესებულებები გამოიყენა და თანხები ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.
„ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები საქართველოში ეტაპობრივად შემოიტანა, რომელიც პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე თანხის ნაწილით საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, რითაც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულის საკუთრებაში არსებული 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინები, 5 ავტოსადგომი და LEXUS-ის მარკის ავტომანქანა.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ბრალდებული და არის თუ არა ის დაკავებული.