https://sputnik-georgia.com/20230328/mosaxleobis-sayoveltao-atwera-saqartvelosi-mosamzadebeli-samusaoebi-daiwyo-276170828.html
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა: საქართველოში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა: საქართველოში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
Sputnik საქართველო
მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იგეგმება. 28.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-28T09:44+0400
2023-03-28T09:44+0400
2023-03-28T15:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276169203_0:83:2048:1235_1920x0_80_0_0_13952418dd61c0127010337b4198df2a.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანამშრომლებმა 2024 წლის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის შვიდ მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა დაიწყეს, ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის 23 მარტიდან 2024 წელს მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ტარდება და მიზნად ისახავს რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას განახორციელებს „საქსტატის“ მიერ გადამზადებული პერსონალი, რომელიც მონაცემებს პლანშეტებზე აგროვებს.პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად.2023 წლის აპრილიდან შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს.აღნიშნულ სამუშაოებში „საქსტატის“ მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული.მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.მიმდინარე წლის დასაწყისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2023 წელს 7,8 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებლად.მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში, ჩვეულებრივ, 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.მოსახლეობის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა. 2002 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა) 4.371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.მეორე საყოველთაო ეროვნული აღწერა 2014 წელს ჩატარდა. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.729.635 ადამიანს შეადგენდა.წყარო - საქსტატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276169203_92:416:1358:1366_1920x0_80_0_0_212cfe1d2b551dd2d88f83d77d9ebc98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი, დემოგრაფია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი, დემოგრაფია
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა: საქართველოში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
09:44 28.03.2023 (განახლებულია: 15:03 28.03.2023) მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იგეგმება.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანამშრომლებმა 2024 წლის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის შვიდ მუნიციპალიტეტში საცხოვრისების შემოვლა დაიწყეს, ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის 23 მარტიდან 2024 წელს მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.
პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ტარდება და მიზნად ისახავს რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.
საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას განახორციელებს „საქსტატის“ მიერ გადამზადებული პერსონალი, რომელიც მონაცემებს პლანშეტებზე აგროვებს.
პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად.
2023 წლის აპრილიდან შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს.
აღნიშნულ სამუშაოებში „საქსტატის“ მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული.
მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების შესაფასებლად.
აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
მიმდინარე წლის დასაწყისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2023 წელს 7,8 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებლად.
მოსახლეობის აღწერა ქვეყანაში, ჩვეულებრივ, 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
მოსახლეობის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა. 2002 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა) 4.371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
მეორე საყოველთაო ეროვნული აღწერა 2014 წელს ჩატარდა. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.729.635 ადამიანს შეადგენდა.