ხარაგაულის რაიონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გამოწერა
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.
საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
ეროვნულ სატყეო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ხეტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მუშაობა კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0