სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება

© Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
გამოწერა
პრეზიდენტის გამოსვლის თარიღის განსაზღვრა პარლამენტის ბიუროს კომპეტენციაში შედის.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით 31 მარტს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.
სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება რიგით მეხუთე გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე. პირველი გამოსვლა 2019 წლის მარტში შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0