https://sputnik-georgia.com/20230327/msofliosi-yvelaze-didi-kriptobirja-binance-saqartvelosi-habs-qmnis-276165721.html
მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტობირჟა Binance საქართველოში ჰაბს ხსნის
მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტობირჟა Binance საქართველოში ჰაბს ხსნის
Sputnik საქართველო
რეგიონული ცენტრის ამოქმედების შედეგად 2023 წლის ბოლოსთვის ბირჟა დამატებითი ათობით სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T20:57+0400
2023-03-27T20:57+0400
2023-03-27T22:36+0400
კრიპტოვალუტა
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268047692_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_24a4fb23e331244ddffb60e928552353.jpg
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. კრიპტოვალუტის ბირჟა Binance საქართველოში ახალ ბლოკჩეინის ჰაბს ხსნის.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად Binance-ის გუნდში საქართველოში 25 ადამიანია, რეგიონული ცენტრის ამოქმედების შედეგად კი 2023 წლის ბოლოსთვის ბირჟა დამატებითი ათობით სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.Binance ასევე გააძლიერებს ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ინიციატივების პოპულარიზაციას და დააჩქარებს კრიპტოვალუტების დანერგვას რეგიონში.წლის დასაწყისში Binance-მა გააფორმა საპარტნიორო ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ მსხვილ საგადახდო ოპერატორ CityPay-სთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), ასევე დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა Binance Charity Web3-ში ქალების მხარდასაჭერად.გარდა ამისა, Binance-მა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ხუთ უმსხვილეს უნივერსიტეტთან. შეთანხმებების ფარგლებში Binance და მისი საგანმანათლებლო ქვედანაყოფი Binance Academy პარტნიორებს მიაწვდიან საგანმანათლებლო მასალებს და გაუწევენ საორგანიზაციო მხარდაჭერას ბლოკჩეინ განათლებაში.Binance არის მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინ-ეკოსისტემა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი თავისი საფინანსო პროდუქტების კომპლექსით, რომელიც მოიცავს მოცულობით უდიდეს ბირჟას, რომელიც ციფრული აქტივებით ვაჭრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268047692_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0edafecf38922027afd610c62686f0c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიპტოვალუტა, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
კრიპტოვალუტა, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტობირჟა Binance საქართველოში ჰაბს ხსნის
20:57 27.03.2023 (განახლებულია: 22:36 27.03.2023) რეგიონული ცენტრის ამოქმედების შედეგად 2023 წლის ბოლოსთვის ბირჟა დამატებითი ათობით სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. კრიპტოვალუტის ბირჟა Binance საქართველოში ახალ ბლოკჩეინის ჰაბს ხსნის.
„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საქართველოში ახალი Binance ბლოკჩეინ-ჰაბის გახსნის შესახებ. ამ Web3 ჰაბის შექმნით ვიმედოვნებთ, რომ ბლოკჩეინის სექტორში საუკეთესო კადრებს მოვიზიდავთ, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ინიციატივებს და კრიპტოინდუსტრიის შემდგომ განვითარებას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად Binance-ის გუნდში საქართველოში 25 ადამიანია, რეგიონული ცენტრის ამოქმედების შედეგად კი 2023 წლის ბოლოსთვის ბირჟა დამატებითი ათობით სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
Binance ასევე გააძლიერებს ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ინიციატივების პოპულარიზაციას და დააჩქარებს კრიპტოვალუტების დანერგვას რეგიონში.
წლის დასაწყისში Binance-მა გააფორმა საპარტნიორო ხელშეკრულება საქართველოში მოქმედ მსხვილ საგადახდო ოპერატორ CityPay-სთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), ასევე დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა Binance Charity Web3-ში ქალების მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, Binance-მა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ხუთ უმსხვილეს უნივერსიტეტთან. შეთანხმებების ფარგლებში Binance და მისი საგანმანათლებლო ქვედანაყოფი Binance Academy პარტნიორებს მიაწვდიან საგანმანათლებლო მასალებს და გაუწევენ საორგანიზაციო მხარდაჭერას ბლოკჩეინ განათლებაში.
Binance არის მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინ-ეკოსისტემა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი თავისი საფინანსო პროდუქტების კომპლექსით, რომელიც მოიცავს მოცულობით უდიდეს ბირჟას, რომელიც ციფრული აქტივებით ვაჭრობს.