https://sputnik-georgia.com/20230326/xanzrebtan-brzola-jarimebit-276117129.html
საქართველოში ხანძრებთან ბრძოლა ჯარიმებით გადაწყვიტეს
საქართველოში ხანძრებთან ბრძოლა ჯარიმებით გადაწყვიტეს
Sputnik საქართველო
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება ხშირად ტყის ხანძრის მიზეზი ხდება. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T16:41+0400
2023-03-26T16:41+0400
2023-03-26T16:41+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/52/234255287_0:213:3076:1943_1920x0_80_0_0_b4ae6b38ad361a6c49ef3db908fcf876.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად ქვეყანაში მინდვრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება.საქართველოში გავრცელებულია მავნე პრაქტიკა - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს და ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.შესწორებების თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს ჯარიმას - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 ათასი ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, - 2 ათასი ლარის ოდენობითთუ მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარზე ნაკლებია, ჯარიმა ერთი ჰექტარისთვის დაწესებული ჯარიმის ზომისა იქნება, ხოლო თუ 1 ჰექტარზე მეტია, ჯარიმას დამწვარი ტერიტორიის ფართობის შესაბამისად დაითვლიან.ახალი სანქციები სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/52/234255287_345:0:3076:2048_1920x0_80_0_0_45032720d9618a866c06ebf333f31201.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში ხანძრებთან ბრძოლა ჯარიმებით გადაწყვიტეს
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება ხშირად ტყის ხანძრის მიზეზი ხდება.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად ქვეყანაში მინდვრებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება.
საქართველოში გავრცელებულია მავნე პრაქტიკა - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს და ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.
შესწორებების თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს ჯარიმას - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 ათასი ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, - 2 ათასი ლარის ოდენობით
თუ მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარზე ნაკლებია, ჯარიმა ერთი ჰექტარისთვის დაწესებული ჯარიმის ზომისა იქნება, ხოლო თუ 1 ჰექტარზე მეტია, ჯარიმას დამწვარი ტერიტორიის ფართობის შესაბამისად დაითვლიან.
ახალი სანქციები სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.