https://sputnik-georgia.com/20230326/qartveli-ziudoistebis-warmateba-276120110.html
ძიუდო: სამი ოქრო, ორი ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი – თბილისის გრანდ სლემი
ძიუდო: სამი ოქრო, ორი ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი – თბილისის გრანდ სლემი
Sputnik საქართველო
თბილისის გრანდ სლემის დასკვით დღეს საქართველომ სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღო. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T19:50+0400
2023-03-26T19:50+0400
2023-03-26T20:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273334225_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1d970ad236e2909b0049e0f89f6a5584.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის გრანდ სლემის ბოლო, დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა საქართველოს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანეს და გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა. ქართული ფინალი გაიმართა 90 კგ წონით კატეგორიაში. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ევროპის პირველობის მოქმედ გამარჯვებულს ლუკა მაისურაძეს სძლია. შესაბამისად, ლუკა მაისურაძეს ვერცხლის მედალი ერგო. ბექაურისთვის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვება კარიერაში პირველია.მეორე ოქრო საქართველოს ილია სულამანიძემ მოუტანა. 100კგ წონით კატეგორიაში ფინალში სულამანიძემ მონღოლეთის წარმომადგენელს, გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია.მესამე ოქრო კი მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მოიგო. თბილისის გრანდ სლემზე ეს მისთვის ზედიზედ მესამე ოქროა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა.ამგვარად, ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემზე სულ ექვსი მედალი მიიღეს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.ტურნირში, რომელიც თბილისში 24–26 მარტს მიმდინარეობდა, 61 ქვეყნის 419 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273334225_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_8667f63cfc9c6f0897ae8b8fbb97d83d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ძიუდო: სამი ოქრო, ორი ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი – თბილისის გრანდ სლემი
19:50 26.03.2023 (განახლებულია: 20:30 26.03.2023) თბილისის გრანდ სლემის დასკვით დღეს საქართველომ სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღო.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის გრანდ სლემის ბოლო, დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა საქართველოს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანეს და გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.
ქართული ფინალი გაიმართა 90 კგ წონით კატეგორიაში. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ევროპის პირველობის მოქმედ გამარჯვებულს ლუკა მაისურაძეს სძლია. შესაბამისად, ლუკა მაისურაძეს ვერცხლის მედალი ერგო. ბექაურისთვის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვება კარიერაში პირველია.
მეორე ოქრო საქართველოს ილია სულამანიძემ მოუტანა. 100კგ წონით კატეგორიაში ფინალში სულამანიძემ მონღოლეთის წარმომადგენელს, გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია.
მესამე ოქრო კი მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მოიგო. თბილისის გრანდ სლემზე ეს მისთვის ზედიზედ მესამე ოქროა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა.
ამგვარად, ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემზე სულ ექვსი მედალი მიიღეს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
ტურნირში, რომელიც თბილისში 24–26 მარტს მიმდინარეობდა, 61 ქვეყნის 419 სპორტსმენი მონაწილეობდა.