https://sputnik-georgia.com/20230326/putini-ruseti-belarussi-taqtikur-birtvul-iarars-ganatavsebs-276114667.html
პუტინი: რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს
პუტინი: რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის საბაბი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება უკრაინისთვის გაღარიბებული ურანით დამუხტული ჭურვების მიწოდების შესახებ. 26.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-26T12:53+0400
2023-03-26T12:53+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275086582_0:0:3073:1730_1920x0_80_0_0_57f651becd679290a468b34a52f01562.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ, ისე, რომ არ დაარღვიონ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ შეთანხმების ვალდებულება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში ტელეარხზე „როსია 24“.დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას გადასცემს გაღარიბებული ურანის შემცველ საბრძოლო მასალებს.მან დასძინა, რომ ჭურვები გაღარიბებული ურანით „ასე თუ ისე ბირთვულ ტექნოლოგიებს უკავშირდება“.რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ უკრაინული მხარე გამოიყენებს ამ ჭურვებს, სხვა შედეგებს შორის, ეს აუცილებლად გამოიწვევს სათესი ფართობების დაბინძურებას.„ამ თვალსაზრისით ის შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანისთვის ყველაზე მავნე და საშიშ იარაღს. არა მარტო საომარ მოქმედებებში მონაწილეებისთვის, არამედ გარემოსთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“, – განაცხადა პუტინმა.მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით დასავლეთი მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, რაც მხოლოდ უფრო დიდ ტრაგედიას გამოიწვევს.რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთს გააჩნია ის, რითიც უპასუხებს საბრძოლო მასალებს გაღარიბებული ურანით, ქვეყანაში ბევრია ასეთი იარაღი, მაგრამ ის ჯერ არ გამოუყენებიათ.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსგავს მიწოდებებს სერიოზული ესკალაციისკენ გადადმული ნაბიჯი უწოდა.
უკრაინა
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275086582_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_c18f9c8f3f911b5bde2858d8ea7cd73a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინი: რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს
12:53 26.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის საბაბი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება უკრაინისთვის გაღარიბებული ურანით დამუხტული ჭურვების მიწოდების შესახებ.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ, ისე, რომ არ დაარღვიონ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ შეთანხმების ვალდებულება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში ტელეარხზე „როსია 24“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას გადასცემს გაღარიბებული ურანის შემცველ საბრძოლო მასალებს.
„ამის საბაბი გახდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ისინი უკრაინისთვის გაღარიბებული ურანით დამუხტული ჭურვების გადაცემას აპირებენ. ამ განცხადების კონტექსტის გარეშეც, ალექსანდ ლუკაშენკო დიდი ხანია აყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდეს“, – განაცხადა პუტინმა.
მან დასძინა, რომ ჭურვები გაღარიბებული ურანით „ასე თუ ისე ბირთვულ ტექნოლოგიებს უკავშირდება“.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ უკრაინული მხარე გამოიყენებს ამ ჭურვებს, სხვა შედეგებს შორის, ეს აუცილებლად გამოიწვევს სათესი ფართობების დაბინძურებას.
„ამ თვალსაზრისით ის შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანისთვის ყველაზე მავნე და საშიშ იარაღს. არა მარტო საომარ მოქმედებებში მონაწილეებისთვის, არამედ გარემოსთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით დასავლეთი მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, რაც მხოლოდ უფრო დიდ ტრაგედიას გამოიწვევს.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთს გააჩნია ის, რითიც უპასუხებს საბრძოლო მასალებს გაღარიბებული ურანით, ქვეყანაში ბევრია ასეთი იარაღი, მაგრამ ის ჯერ არ გამოუყენებიათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსგავს მიწოდებებს სერიოზული ესკალაციისკენ გადადმული ნაბიჯი უწოდა.