https://sputnik-georgia.com/20230325/zemo-larsi-dres-trailerebistvis-gza-gaixsna-276101632.html
ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის გზა თავისუფალია
ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის გზა თავისუფალია
Sputnik საქართველო
გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები თოვის გამო იყო დაწესებული. 25.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-25T15:45+0400
2023-03-25T15:45+0400
2023-03-25T16:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274626871_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_8de146b92bd9894b0963c7f546d1416c.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე შეზღუდვა თოვის გამო დღეს, დილით დაწესდა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იყო.მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274626871_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6ee8a5cd2dad151773ff432b0db56f81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის გზა თავისუფალია
15:45 25.03.2023 (განახლებულია: 16:45 25.03.2023) გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები თოვის გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე შეზღუდვა თოვის გამო დღეს, დილით დაწესდა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იყო.
მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.