თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსი დაიწვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსში 15 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.
აალებული ტრანსპორტიდან ყველა მათგანმა სწრაფად შეძლო გადმოსვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყო, ცეცხლი კი კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის მოწყობილობა გაუჩნდა.
შსს-მ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.
ყველა ახალი ამბავი
0