კახეთში მიწისძვრა მოხდა

© AP Photo / Achmad Ibrahimსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
ბიძგის კერა 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ცენტრი ლაგოდეხიდან 8 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილთან იყო.
ბიძგის კერა 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევის ან ადამიანური მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0