ქუთაისში კონტროლიორმა მგზავრს უკბინა

© courtesy of Miho Neimanავტობუსი ქუთაისში
ავტობუსი ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
თბილისი, 25 მარტი − Sputnik. ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორმა მგზავრი უკბინა, იუწყება „მთავარი არხი“.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის" წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მგზავრმა კი მითითება არ შეასრულა. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მგზავრის დაკბენით დასრულდა.
წყარო - „მთავარი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0