თბილისის დიდი სლემი: ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerძოიდო. გიორგი სარდალიშვილი და თემურ ნოზაძე
ძოიდო. გიორგი სარდალიშვილი და თემურ ნოზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2023
გამოწერა
ფინალში 19 წლის ქართველი დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დამარცხდა.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) თბილისში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში 19 წლის ქართველი სპორტსმენი დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დამარცხდა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები ყაზახმა შამშადინმა და უკრაინელმა არტიომ ლესიუკმა მოიპოვეს.
თბილისში გამართული დიდი სლემის ტურნირის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ყველა სპორტსმენი, ვინც გუშინ იასპარეზა, ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. ექვსი ქართველი ძიუდოისტი მედლების გარეშე დარჩა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 2022 წელს თბილისში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე 14 მედალი მოიპოვეს. ჩვენმა სპორტსმენებმა შარშან ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0