https://sputnik-georgia.com/20230324/zemok-larsi-dres-trailerebistvis-mozraoba-aikrzala-276070812.html
ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის მოძრაობა აიკრძალა
ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის მოძრაობა აიკრძალა
Sputnik საქართველო
მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T11:26+0400
2023-03-24T11:26+0400
2023-03-24T17:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23470/28/234702849_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_543103af4c9afb5fe8072d5b93938901.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თოვის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.შეზღუდვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23470/28/234702849_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_1ae495e5449ed527c4211cc42dd5edfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის მოძრაობა აიკრძალა
11:26 24.03.2023 (განახლებულია: 17:17 24.03.2023) მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თოვის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეზღუდვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.