ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის გზა გაიხსნა

© press office of the Roads Department of Georgiaგზის გაწმენდის სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე
გზის გაწმენდის სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები თოვის გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე შეზღუდვა თოვის გამო დღეს, დილით დაწესდა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იყო.
მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0