უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში თითქმის 1 კგ კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადა

© photo: Sputnik / Stringerოქრო
ოქრო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
კონტრაბანდული სამკაულების მთლიანი ღირებულება 73,3 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ მესაზღვრეებმა ქვეყანაში ერთ კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული 926,52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73,3 ათასი ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
წყარო - შემოსავლების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0