https://sputnik-georgia.com/20230324/saqartvelos-erovnuli-banki-giorgi-brwyinvalis-temaze-sakoleqcio-monetebis-gayidva-iwyebs-276088551.html
თემა - გიორგი ბრწყინვალე: ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს
თემა - გიორგი ბრწყინვალე: ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს
Sputnik საქართველო
წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში და ფულის მუზეუმში. 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T20:01+0400
2023-03-24T20:01+0400
2023-03-24T21:55+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087739_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_5159a30dc5f2cfe40e5c4aa132fdad47.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) „საქართველოს მეფეების სერიიდან“ გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.სებ-ის ინფორმაციით, ოქროს მონეტის ფასი 1.370 ლარი იქნება, ხოლო ვერცხლისა — 88 ლარი. მონეტების გაყიდვა 27 მარტიდან დაიწყება.თავდაპირველად მსურველები მონეტების შეძენას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში შეძლებენ, 3 აპრილიდან კი — ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.10 აპრილიდან მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში დაიწყება როგორც ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, ისე საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087739_157:0:1597:1080_1920x0_80_0_0_8cd04526756e746fe5ce5e3a12567508.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
თემა - გიორგი ბრწყინვალე: ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს
20:01 24.03.2023 (განახლებულია: 21:55 24.03.2023) წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში და ფულის მუზეუმში.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) „საქართველოს მეფეების სერიიდან“ გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.
სებ-ის ინფორმაციით, ოქროს მონეტის ფასი 1.370 ლარი იქნება, ხოლო ვერცხლისა — 88 ლარი. მონეტების გაყიდვა 27 მარტიდან დაიწყება.
„მონეტებისთვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი შმაგი ბურდულმა მოამზადა. მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა. ოქროს მონეტის მოჭრის რაოდენობა 1.200 ცალია, ვერცხლის მონეტისა — 6.500 ცალი“, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
თავდაპირველად მსურველები მონეტების შეძენას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში შეძლებენ, 3 აპრილიდან კი —
ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.
10 აპრილიდან მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში დაიწყება როგორც ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით, ისე საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.