https://sputnik-georgia.com/20230324/raribasvili-sawvavis-fasebi-kidev-ufro-daiklebs-276088074.html
ღარიბაშვილი: საწვავის ფასები კიდევ უფრო დაიკლებს
ღარიბაშვილი: საწვავის ფასები კიდევ უფრო დაიკლებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საწვავის იმპორტიორებთან და შედეგი უკვე სახეზეა, საწვავის ფასები შემცირებულია... 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T19:21+0400
2023-03-24T19:21+0400
2023-03-28T15:46+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ეკონომიკა
საწვავის ფასები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_0:0:964:543_1920x0_80_0_0_ed84fed879288f334454b5eeff5121ef.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საწვავის იმპორტიორებთან და შედეგი უკვე სახეზეა, საწვავის ფასები შემცირებულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.პრემიერის თქმით, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი დღეისათვის ორ ლარზე ნაკლებია.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს სურსათზე ფასების შემცირებაზე, რამაც ასევე გამოიღო შედეგი.ღარიბაშვილის ვარაუდით, სურსათზე ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო დაიკლებს — მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს და ახალი რეგულაციები დაინერგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791813_40:0:964:693_1920x0_80_0_0_61857eaca0a47a1e8220f202d1cc696d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ეკონომიკა, საწვავის ფასები
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ეკონომიკა, საწვავის ფასები
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საწვავის იმპორტიორებთან და შედეგი უკვე სახეზეა, საწვავის ფასები შემცირებულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პრემიერის თქმით, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი დღეისათვის ორ ლარზე ნაკლებია.
„ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის საწვავის ფასიც“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს სურსათზე ფასების შემცირებაზე, რამაც ასევე გამოიღო შედეგი.
„[პროდუქტები] უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე“, — განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის ვარაუდით, სურსათზე ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო დაიკლებს — მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს და ახალი რეგულაციები დაინერგება.