მედვედჩუკი: დასავლეთი უკრაინულ მარცვეულზე ფულს აკეთებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. როდესაც დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები დიდხანს გაგრძელდება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამით ფულს შოულობენ და „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვენ, აცხადებს უკრაინული რადის ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი.
მისი თქმით, სანამ უკრაინელი სოფლის მეურნეობის მწარმოებლები კოტრდებიან, დასავლეთი უკრაინულ მარცვლეულზე ფულს აკეთებს.
მედვედჩუკის განმარტებით, თავდაპირველად მარცვლეულის გარიგება აფრიკის მშიერი ქვეყნების გადარჩენას ისახავდა მიზნად, ამტკიცებდნენ, რომ საომარი მოქმედებები ვაჭრობას გადაკეტავდა და ღარიბ ქვეყნებში შიმშილს გამოიწვევდა.
„ამასთან დასავლეთი არაფერს გვთავაზობს ამ საომარი მოქმედებების დასასრულებლად. აი შიმშილზე კი აქტიურად მდიდრდებიან. თუ ამას მოგება მოაქვს, რატომ უნდა შეწყდეს ეს სისხლიანი ცირკი?“ — წერს იგი.
სტატიაში, რომელიც Telegra.ph-ზე გამოქვეყნდა, მედვედჩუკი წერს:
„გასაკვირია, რომ ამ ქვეყნების სიები ერთმანეთს არ ემთხვევა. და, რა თქმა უნდა, იმათ სიაში, ვინც ვაჭრობს, შედიან ტრადიციული ოფშორები და სხვა დაბალი გადასახადების იურისდიქციები. რატომ არ ყიდულობენ ღარიბი ქვეყნები პირდაპირ? რა, სისულელეების გამო არ იციან სად არის უკრაინა? არა, უბრალოდ არ შეიძლება, რომ ასე უბრალოდ აიღო და იყიდო უკრაინული მარცვლეული. ამისთვის კი არ მოიგონეს მარცვლეულის გარიგება, იმიტომ კი არ ღვრიდნენ ცრემლებს შიმშილით მომაკვდავი აფრიკელი ბავშვების გამო, რომ სურსათის პირდაპირ შეძენის უფლება მიეცათ.
გადახდები კი, თანაც დემპინგური ფასებით, ისეთ სრულიად არაღარიბ ქვეყნებში მიდის, როგორებიც შვეიცარია ან ბრიტანეთია. არსებობენ მარცვლეულის ცნობილი ტრეიდერები, არსებობს საოცარი შემთხვევები. მაგალითად, მარცვლეულის ღირებულების გადახდა ხდება მარცვლეულის გარიგების დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, რომლის საწესდებო კაპიტალი 100 გირვანქა სტერლინგია, ხოლო კომპანიის მფლობელი, ბედნიერი დამთხვევით, უკრაინის მოქალაქე ქალბატონია. მარცვლეული მიდის იქ, სადაც უნდა წავიდეს, ფული კი — ბრიტანეთში.
ხორბალს უკრაინაში დემპინგურ ფასებში ყიდულობენ — ტონას 198 დოლარად (ბაზრის ფასის ნახევრად), გაყიდვით კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ბანგლადეშში, უკვე 363 დოლარად ყიდიან ტონას. სქემა მარტივია: ართმევენ ღარიბებს, ჰყიდიან ღარიბებზე, თავად კი მდიდრდებიან.
ახლა გასაკვირი აღარ არის, რატომ თქვა უარი ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინული მარცვლეულის ყიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ესჭიროებოდათ საურსათის მარაგების შევსება. ასეთ „დემპინგს“ ფინანსურად უბრალოდ ვერ ქაჩავდნენ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მინიმალური თანხაც კი შეიძლება არ დაბრუნდეს უკრაინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი „ტრეიდერები“ მანამდე ასწრებენ დახურვას, ვიდრე სავალუტო შემოსავლების დაბრუნების ვადა დგება. უკრაინული მარცვლეულის ფული უბრალოდ ქრება დასავლეთში.
კეთილი ბიძის საფარქვეშ, რომელიც იარაღს, ფინანსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის, ქვეყნის უპრეცედენტო ძარცვა ხდება. გასულ წელს უკრაინის მთელმა ექსპორტმა 44 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ოფშორებით 20 მილიარდი გავიდა, ანუ უკრაინული ექსპორტის ოფშორიზაცია 46%-ია.
და არც ეს ა რის ყველაფერი. მაშინაც კი, თუ უკრაინის ხაზინა მიიღებდა ყველაფერს, რაც უნდა მიეღო, ამ შემთხვევაშიც კი უკრაინის რიგითი მცხოვრებისთვის სიტუაცია არ შეიცვლებოდა.
ყველაფერი, რასაც ახლა უკრაინა შოულობს, დასავლეთის კონტროლის ქვეშაა, უპირველეს ყოვლისა, ვაშინგტონელი ბატონებისა. ყველაფერი იარაღის შეუზღუდავი მიწოდებისთვის ვალებზე წავა. მთელი მიწა, საზომი ერთეულებით გამოხატული, კვადრატულ მეტრსა თუ კუბურ მეტრებში — შავმიწა ნიადაგიცა და უბრალოდ ტერიტორიებიც — ეს ყველაფერი აღარ ეკუთვნის არც უკრაინელებს, არც უკრაინელ ოლიგარქებს ან ე.წ. სახელმწიფოს, რომელიც რეალურად აღარ არსებობს.
მთელი ეს მარცვლეულის „სქემატოზი“ არის მცდელობა ძარცვისა და მათი ჯიბეების ამოვსების მოსასწრებად, ვისაც დღეს ასეთი შესაძლებლობა აქვს. რადგან ამ მედროვეებს ესმით, რომ „ხვალ“ შეიძლება არ დადგეს.
მაგრამ აქაც ამაოდ აქვთ უღრუბლო მომავლის იმედი პალმებქვეშ. ისინი დამკვეთისთვის გამოყენებული მასალაა. ისინი არიან მავრები, რომლებმაც თავიანთი საქმე გააკეთეს მათთვის, ვინც ომი და განადგურება მოაწყო უკრაინაში. მათი შეფერთხვა ყოველთვის შეიძლება, ვინაიდან ყველა სვლა ჩაწერილია, ყველა ჩეკი ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების ხელშია, რომლებიც ასევე არ არიან წინააღმდეგი, მოგება მიიღონ თავიანთი ყოფილი სამეურვეოებისგან. იციან მათი ფასი. უფრო ზუსტად, იციან, რამდენის ამოღება შეიძლება მათგან და როგორ.
ამ დროს კი უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც შეეძლოთ კარგად ცხოვრება, შვილებისა და შვილიშვილების აღზრდა, მშვიდობიანად მუშაობა, კვლავაც იღუპებიან პანების ინტერესებისთვის... “
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0