გახდომა ძილში: ექიმი ასახელებს პროდუქტს, რომელიც ღამით ცხიმებს წვავს

© Pixabay / Oldiefanმაღვიძარა და „მძინარე“ სათამაშო
მაღვიძარა და „მძინარე“ სათამაშო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. წონის დასაკლებად სულაც არ არის საჭირო, რომ ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარი თქვათ და მშიერ კუჭზე დაიძინოთ, აცხადებენ ენდოკრინოლოგები.
მათი თქმით, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ექვსი საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა, ინტერვალური შიმშილი, ღამ-ღამობით კი მხოლოდ კეფირი — ეს სინამდვილეში მხოლოდ გავრცელებული მითია.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ გახდომა ძილშიც კია შესაძლებელი — უბრალოდ, სწორი საკვები უნდა შეირჩეს.

„რა უნდა მიირთვათ, რომ ძილში გახდეთ? ჩვენს ორგანიზმში ღამის 12 საათამდე გამომუშავდება სომატოტროპული ჰორმონი, რომელიც ცხიმებს წვავს. იმისათვის, რომ ეს ჰორმონი გამომუშავდეს, ორი ნაბიჯი უნდა გადადგათ: პირველი — ძილის წინ ორი მოხარშული კვერცხის ცილა ჭამოთ და, მეორე — დასაძინებლად ღამის 11 საათისთვის დაწვეთ. დილით თუ აიწონებით, აღმოაჩენთ, რომ 300 გრამი გაქვთ დაკლებული“, — ამბობს უკრაინელი ენდოკრინოლოგი ანჟელიკა ჩიჟი.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, მკაცრი დიეტის შემთხვევაშიც კი.
ესენია:
ცილები — ქათმის, ინდაურის, ძროხის უცხიმო ხორცი, თევზეული, კვერცხის ცილა.
ეს ყველაფერი ის „სამშენებლო მასალაა“, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმი გამოიფიტება. ცილა მნიშვნელოვანია არა მარტო კუნთებისთვის, არამედ ძვლების, კანის, მყესების, ჰორმონებისა და იმუნიტეტისთვის.
მცენარეული უჯრედისი — მწვანილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები.
უჯრედისი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე აგებს პასუხს. მისი წყალობით დიდხანს რჩება სიმაძღრის შეგრძნება და სტაბილურდება ენერგეტიკული დონე. გარდა ამისა, უჯრედისი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ასევე არის პროფილაქტიკა გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და კოლორექტალური კიბოსთვის.
ხილი და კენკრა — ეს მიკროელემენტებისა და ვიტამინების არაჩვეულებრივი წყაროა. მთავარია, აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცოტა შაქარი და ბევრი უჯრედისია (მაგალითად, ბანანი). ყველაზე სასარგებლოა: ციტრუსები, კივი, ვაშლი და ყველანაირი კენკრა.
ყველა ახალი ამბავი
0