https://sputnik-georgia.com/20230324/fexburti-batumsi-damatebiti-reisebi-276091730.html
ფეხბურთი ბათუმში: დანიშნულია თვითმფრინავის დამატებითი რეისები
ფეხბურთი ბათუმში: დანიშნულია თვითმფრინავის დამატებითი რეისები
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველო–ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გულშემატკივრებისთვის ბათუმის... 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T22:16+0400
2023-03-24T22:16+0400
2023-03-24T22:52+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23685/47/236854743_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_4b05ef5399e27c5705a119bf9fb42c67.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველო–ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით სამ დამატებით რეისს ნიშნავს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.როგორც ცნობილია, 28 მარტს, 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო შეხვედრას მართავს ნორვეგიის ნაკრებთან.მატჩი ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება და მასზე დასწრების საშუალება 20 ათას გულშემატკივარს ექნება.მატჩისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, რასაც ის ფაქტიც განაპირობებს, რომ საქართველოს ნაკრებში კლუბ ,,ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს, 27, 28 და 29 მარტს დამატებითი რეისები შესრულდება.ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით რეისების განრიგი ასე გამოიყურება:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23685/47/236854743_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_33134ebc82e65a321cb38326004138d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ფეხბურთი ბათუმში: დანიშნულია თვითმფრინავის დამატებითი რეისები
22:16 24.03.2023 (განახლებულია: 22:52 24.03.2023) თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველო–ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით სამ დამატებით რეისს ნიშნავს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 28 მარტს, 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო შეხვედრას მართავს ნორვეგიის ნაკრებთან.
მატჩი ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება და მასზე დასწრების საშუალება 20 ათას გულშემატკივარს ექნება.
მატჩისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, რასაც ის ფაქტიც განაპირობებს, რომ საქართველოს ნაკრებში კლუბ ,,ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს, 27, 28 და 29 მარტს დამატებითი რეისები შესრულდება.
ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით რეისების განრიგი ასე გამოიყურება:
27 მარტი: რეისი ნატახტარი–ბათუმი 15:00 საათზე შესრულდება, ბათუმი–ნატახტარი კი 17:00 საათზე.
28 მარტი: რეისი ნატახტარი–ბათუმი 15:00 საათზე შესრულდება, ბათუმიდან ნატახტრისკენ კი თვითმფრინავი 16:45 საათზე გამოფრინდება.
29 მარტი: ნატახტარი–ბათუმის ფრენა 14:00 საათზე შესრულდება, ბათუმიდან ნატახტრისკენ კი 16:00 საათზე.