https://sputnik-georgia.com/20230324/darciasvili-dasavleti-276091086.html
ილია დარჩიაშვილი: საქართველო დასავლეთის გაორმაგებული ინტერესის საგანია
ილია დარჩიაშვილი: საქართველო დასავლეთის გაორმაგებული ინტერესის საგანია
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველო დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო... 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T21:30+0400
2023-03-24T21:30+0400
2023-03-24T22:44+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087564_0:58:1281:778_1920x0_80_0_0_d221a786e6f87929b8697758c05c8b40.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველო დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთები შეუფერხებლად და ეფექტიანად მოძრაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საგრძნობლად გაზარდა ტრანსკასპიური დერეფნის როლი.მან განსაკუთრებით გამოყო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ამბიციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.მინისტრის თქმით, სამინისტრო და საქართველოს საზღვარგარეთული დიპლომატიური მისიები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087564_82:0:1197:836_1920x0_80_0_0_274db2edcbc9c8a23c1b696d1deaf63d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველო დასავლეთის გაორმაგებული ინტერესის საგანია
21:30 24.03.2023 (განახლებულია: 22:44 24.03.2023) თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველო დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთები შეუფერხებლად და ეფექტიანად მოძრაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საგრძნობლად გაზარდა ტრანსკასპიური დერეფნის როლი.
„გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით. ამ კონტექსტში საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით“, — აღნიშნა მინისტრმა.
მან განსაკუთრებით გამოყო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ამბიციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო ხდება არა მხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორიც“, — განმარტა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო და საქართველოს საზღვარგარეთული დიპლომატიური მისიები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციას.