https://sputnik-georgia.com/20230323/zaxarova-icc-imuniteti-276045947.html
ზახაროვა: უმაღლესი თანამდებობის პირებს ICC-ს გადაწყვეტილებებისგან იმუნიტეტი იცავს
ზახაროვა: უმაღლესი თანამდებობის პირებს ICC-ს გადაწყვეტილებებისგან იმუნიტეტი იცავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სახელმწიფოთა უმაღლესი თანამდებობის პირებს იმუნიტეტი აქვთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებების... 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T16:19+0400
2023-03-23T16:19+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
ახალი ამბები
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273826101_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_1e2dfbc53015faf462ef04c67ec30611.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სახელმწიფოთა უმაღლესი თანამდებობის პირებს იმუნიტეტი აქვთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებების მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, ამ სტრუქტურის მოქმედება, რომელმაც მანამდე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა, რუსეთთან მიმართებაში იურიდიულად ბათილია, ვინაიდან ქვეყანა არასდროს ყოფილა ICC-ს წევრი და არ ითანამშრომლებს მასთან.მანამდე, 17 მარტს ICC-ს წინა საპროცესო განხილვების პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას, ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი.ამის პასუხად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსმა პოლიტიკოსებმა მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჰიპერბგერითი რაკეტებით შეუძლია უპასუხოს საერთაშორისო სასამართლოს.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ მუქარებს რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმი გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ის „კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს და დაიცავს რომის სტატუტით გათვალისწინებულ პრინციპებსა და ღირებულებებს ნებისმიერი მუქარის მიუხედავად“. და მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273826101_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_9656859230842293a7b25bd7b3082625.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სახელმწიფოთა უმაღლესი თანამდებობის პირებს იმუნიტეტი აქვთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებების მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ამ სტრუქტურის მოქმედება, რომელმაც მანამდე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა, რუსეთთან მიმართებაში იურიდიულად ბათილია, ვინაიდან ქვეყანა არასდროს ყოფილა ICC-ს წევრი და არ ითანამშრომლებს მასთან.
„რაც შეეხება გარე სამყაროს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოთა თანამდებობის პირები იმუნიტეტით სარგებლობენ. მაღალი რანგის პირებს აბსოლუტური იმუნიტეტი აქვთ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილება ამას ვერ გააუქმებს“, — განმარტა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მანამდე, 17 მარტს ICC-ს წინა საპროცესო განხილვების პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას, ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი.
ამის პასუხად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსმა პოლიტიკოსებმა მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჰიპერბგერითი რაკეტებით შეუძლია უპასუხოს საერთაშორისო სასამართლოს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ მუქარებს რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმი გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ის „კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს და დაიცავს რომის სტატუტით გათვალისწინებულ პრინციპებსა და ღირებულებებს ნებისმიერი მუქარის მიუხედავად“. და მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.