https://sputnik-georgia.com/20230323/saqartvelosi-saxelmwifo-sesyidvebis-ganxorcielebis-wesebi-seicvala-276053853.html
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესები შეიცვალა
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესები შეიცვალა
Sputnik საქართველო
ცვლილებები ძირითადად დაბალბიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებს უკავშირდება, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T19:40+0400
2023-03-23T19:40+0400
2023-03-23T21:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_423b211228b79793150a4f09494471b0.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციაში.დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს და 71 ხმით მიიღეს ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში. ცვლილებები ითვალისწინებს ფულადი ლიმიტის გაზრდას სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მონაწილეობის მისაღებად.დღემდე არსებული წესით, თუ ერთი წლის განმავლობაში შესყიდვების მთლიანი ღირებულება არ აღემატება 5 ათას ლარს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ეს შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელოს.ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში ფულადი ლიმიტი გაიზრდება 10 ათას ლარამდე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში – 20 ათას ლარამდე.მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, ცვლილებები ძირითადად უკავშირდება დაბალბიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ახორციელებენ საგანმანათლებლო, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურ მომსახურებას, ან ორივეს ერთად.წყარო - საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_236:0:2967:2048_1920x0_80_0_0_8b7e1bd0a02de39608458bf040362f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესები შეიცვალა
19:40 23.03.2023 (განახლებულია: 21:50 23.03.2023) ცვლილებები ძირითადად დაბალბიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებს უკავშირდება, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციაში.
დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს და 71 ხმით მიიღეს ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში. ცვლილებები ითვალისწინებს ფულადი ლიმიტის გაზრდას სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე მონაწილეობის მისაღებად.
დღემდე არსებული წესით, თუ ერთი წლის განმავლობაში შესყიდვების მთლიანი ღირებულება არ აღემატება 5 ათას ლარს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ეს შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელოს.
ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში ფულადი ლიმიტი გაიზრდება 10 ათას ლარამდე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში – 20 ათას ლარამდე.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, ცვლილებები ძირითადად უკავშირდება დაბალბიუჯეტიანი შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ახორციელებენ საგანმანათლებლო, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალურ მომსახურებას, ან ორივეს ერთად.