https://sputnik-georgia.com/20230323/samartaldamcvelebma-tbilissi-yalbi-oclarianebi-gamoavlines-276057014.html
სამართალდამცველებმა თბილისში ყალბი ოცლარიანები გამოავლინეს
სამართალდამცველებმა თბილისში ყალბი ოცლარიანები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა გაასაღა. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T20:20+0400
2023-03-23T20:20+0400
2023-03-23T21:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22898/84/228988416_68:0:1131:598_1920x0_80_0_0_29fc09cc462d45854aec3b0d64117151.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სისტემატურად ასაღებდა 20 ლარის ნომინალის ყალბ კუპიურებს.უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაახლოებით 50-მდე შემთხვევაში გაასაღა ჯამში 3,7 ათასი ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22898/84/228988416_201:0:998:598_1920x0_80_0_0_0c79346d3f9aa1145ee03e4c74cf4b23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
სამართალდამცველებმა თბილისში ყალბი ოცლარიანები გამოავლინეს
20:20 23.03.2023 (განახლებულია: 21:58 23.03.2023) საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა გაასაღა.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სისტემატურად ასაღებდა 20 ლარის ნომინალის ყალბ კუპიურებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაახლოებით 50-მდე შემთხვევაში გაასაღა ჯამში 3,7 ათასი ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.