https://sputnik-georgia.com/20230323/rogor-sevinarcunot-sunamos-surneli-didxans-gansxvavebuli-metodi-276041909.html
როგორ შევინარჩუნოთ სუნამოს სურნელი და პომადა დიდხანს: განსხვავებული ლაიფჰაკები
როგორ შევინარჩუნოთ სუნამოს სურნელი და პომადა დიდხანს: განსხვავებული ლაიფჰაკები
Sputnik საქართველო
ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალება-მეთოდების შესახებ ქალებმა (და არა მარტო) თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მარტივი ლაიფჰაკების „დამატებითი ულუფა“, ვფიქრობთ... 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T14:15+0400
2023-03-23T14:15+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ლაიფჰაკები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1e/273573916_0:139:2047:1290_1920x0_80_0_0_5d0ff411414604792b94a046f185e30c.jpg
ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალება-მეთოდების შესახებ ქალებმა (და არა მარტო) თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მარტივი ლაიფჰაკების „დამატებითი ულუფა“, ვფიქრობთ, არავის აწყენს.ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგიმზადეთ იმისთვის, რომ გარკვეულ პროცედურებზე დიდი დრო, ძალისხმევა და თანხები არ დახარჯოთ. იმედი გვაქვს, კიდეც მოგეწონებათ, კიდეც გამოიყენებთ და კიდეც გამოგადგებათ ისინი.მდგრადი სურნელიცნობილია, რომ სუნამო, არომატის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, იმ ადგილებს უნდა მიეფრქვეს, სადაც პულსის ცემა იგრძნობა. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ამ მეთოდს დიდი ეფექტი არ აქვს. ამიტომ სუნამოს მიპკურებამდე წაისვით შესაბამის ადგილებზე უფერო და უსუნო ვაზელინი. ის პარფიუმს კანზე „მიწებებაში“ დაეხმარება და სუნამოს სასიამოვნო სურნელი მთელი დღე შენარჩუნდება.ქათქათა ღიმილიეს მეთოდი განსაკურებით ყავისა და მუქი ჩაის მოყვარულებს გამოადგებათ, ვინაიდან ეს სასმელები კბილებზე არასასურველ კვალს ტოვებს მუქი ლაქების სახით. საბედნიეროდ, არსებობს გზა, რომელიც სტომატოლოგის ჩარევის გარეშე დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში — მთავარია, ბანანი გიყვარდეთ.ხშირად წაისვით ბანანის ქერქის შიდა მხარე კბილებზე და ნახავთ როგორ ეფექტს გამოიღებს ეს.მუდმივი პომადაროგორი მდგრადიც უნდა იყოს პომადა, ის მაინც ვერ ძლებს ტუჩებზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვსურს. ამიტომ ჯერ ნებისმიერი კოსმეტიკური პუდრი გადაისვით ტუჩებზე, შემდეგ კი პომადა დაიტანეთ. მერე ქაღალდის ხელსახოცით აკურატულად შეიმშრალეთ პირველი ფენა და ზემოდან მეორედ გადაისვით პომადა. შედეგი გარანტირებულია.სუფთა თმებითუ მეორე დღით საქმეებზე ან სამსახურში დილაადრიან ხართ წასასვლელი, რაღაც მიზეზების გამო კი თავის დაბანას ვერ ახერხებთ (ვთქვათ, წყლის შეწყვეტი გამო), უბრალოდ ძილის წინ მიიფრქვიეთ თმებზე საბავშვო პუდრი და ისე დაწექით. დილით აღმოაჩენთ, რომ თქვენი კულულები ახალდაბანილივით იბრწყინებს.გლუვი ტუჩებიტუჩებზე კანი ხშირად იქერცლება და უხეშდება, რაღაცნაირად უსწორმასწორო ხდება. ამ პრობლემის მოგვარება თაფლით შეიძლება. წაისვით ტუჩებზე თაფლი და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიტოვეთ, შემდეგ კი რბილი ჯაგრისითა და თბილი წყლით ფაქიზად ჩამოიბანეთ. აქერცლილი კანისგან აღარაფერი დარჩება და ტუჩებიც დაიბრუნებს სიგლუვეს.მაგარი ფრჩხილები თუ თხელი და იოლად მსხვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ლაქის წასმისგან ცოტა ხანს თავის შეკავება მოგიწევთ. ფერად-ფერადი „მანიკურების“ ნაცვლად, დილაობით კბილის პასტა გადაისვით ფრჩხილებზე და ორიოდე წუთი დაიტოვეთ. მალე აღმოაჩენთ, რომ ფრჩხილები სიმტკიცეს დაიბრუნებს.ბრძოლა შავ წერტილებთანსახეზე, განსაკუთრებით ცხვირზე, ხშირად ჩნდება შავი წერტილები. მათი მოშორება შინაურული წებოვანი ნიღბით შეიძლება. დაალბეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი 1 ჩაის კოვზ რძეში — სანამ არ გაფუვდება. შემდეგ ცხელი წყლის აბაზანაზე დადგით და მოურიეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. როცა ნარევი ისე გაგრილდება, რომ კანს არ დაგწვავთ, გადაისვით დაბანილ სახეზე, პრობლემურ ადგილზე, და დაიტოვეთ ოციოდე წუთი. შემდეგ ფრთხილად „აიხიეთ“ სახიდან და ნახავთ, რომ შავი წერტილები თან გაჰყვება ნიღაბს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1e/273573916_0:241:2047:1776_1920x0_80_0_0_06085f1029ca8b06abff753fc9fe82aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ლაიფჰაკები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ლაიფჰაკები , ექიმის რჩევები
ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალება-მეთოდების შესახებ ქალებმა (და არა მარტო) თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მარტივი ლაიფჰაკების „დამატებითი ულუფა“, ვფიქრობთ, არავის აწყენს.
ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგიმზადეთ იმისთვის, რომ გარკვეულ პროცედურებზე დიდი დრო, ძალისხმევა და თანხები არ დახარჯოთ. იმედი გვაქვს, კიდეც მოგეწონებათ, კიდეც გამოიყენებთ და კიდეც გამოგადგებათ ისინი.
ცნობილია, რომ სუნამო, არომატის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, იმ ადგილებს უნდა მიეფრქვეს, სადაც პულსის ცემა იგრძნობა. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ამ მეთოდს დიდი ეფექტი არ აქვს. ამიტომ სუნამოს მიპკურებამდე წაისვით შესაბამის ადგილებზე უფერო და უსუნო ვაზელინი. ის პარფიუმს კანზე „მიწებებაში“ დაეხმარება და სუნამოს სასიამოვნო სურნელი მთელი დღე შენარჩუნდება.
ეს მეთოდი განსაკურებით ყავისა და მუქი ჩაის მოყვარულებს გამოადგებათ, ვინაიდან ეს სასმელები კბილებზე არასასურველ კვალს ტოვებს მუქი ლაქების სახით. საბედნიეროდ, არსებობს გზა, რომელიც სტომატოლოგის ჩარევის გარეშე დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში — მთავარია, ბანანი გიყვარდეთ.
ხშირად წაისვით ბანანის ქერქის შიდა მხარე კბილებზე და ნახავთ როგორ ეფექტს გამოიღებს ეს.
როგორი მდგრადიც უნდა იყოს პომადა, ის მაინც ვერ ძლებს ტუჩებზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვსურს. ამიტომ ჯერ ნებისმიერი კოსმეტიკური პუდრი გადაისვით ტუჩებზე, შემდეგ კი პომადა დაიტანეთ. მერე ქაღალდის ხელსახოცით აკურატულად შეიმშრალეთ პირველი ფენა და ზემოდან მეორედ გადაისვით პომადა. შედეგი გარანტირებულია.
თუ მეორე დღით საქმეებზე ან სამსახურში დილაადრიან ხართ წასასვლელი, რაღაც მიზეზების გამო კი თავის დაბანას ვერ ახერხებთ (ვთქვათ, წყლის შეწყვეტი გამო), უბრალოდ ძილის წინ მიიფრქვიეთ თმებზე საბავშვო პუდრი და ისე დაწექით. დილით აღმოაჩენთ, რომ თქვენი კულულები ახალდაბანილივით იბრწყინებს.
ტუჩებზე კანი ხშირად იქერცლება და უხეშდება, რაღაცნაირად უსწორმასწორო ხდება. ამ პრობლემის მოგვარება თაფლით შეიძლება. წაისვით ტუჩებზე თაფლი და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიტოვეთ, შემდეგ კი რბილი ჯაგრისითა და თბილი წყლით ფაქიზად ჩამოიბანეთ. აქერცლილი კანისგან აღარაფერი დარჩება და ტუჩებიც დაიბრუნებს სიგლუვეს.
თუ თხელი და იოლად მსხვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ლაქის წასმისგან ცოტა ხანს თავის შეკავება მოგიწევთ. ფერად-ფერადი „მანიკურების“ ნაცვლად, დილაობით კბილის პასტა გადაისვით ფრჩხილებზე და ორიოდე წუთი დაიტოვეთ. მალე აღმოაჩენთ, რომ ფრჩხილები სიმტკიცეს დაიბრუნებს.
სახეზე, განსაკუთრებით ცხვირზე, ხშირად ჩნდება შავი წერტილები. მათი მოშორება შინაურული წებოვანი ნიღბით შეიძლება. დაალბეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი 1 ჩაის კოვზ რძეში — სანამ არ გაფუვდება. შემდეგ ცხელი წყლის აბაზანაზე დადგით და მოურიეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. როცა ნარევი ისე გაგრილდება, რომ კანს არ დაგწვავთ, გადაისვით დაბანილ სახეზე, პრობლემურ ადგილზე, და დაიტოვეთ ოციოდე წუთი. შემდეგ ფრთხილად „აიხიეთ“ სახიდან და ნახავთ, რომ შავი წერტილები თან გაჰყვება ნიღაბს.