როგორ მიმდინარეობს პარკ „მზიურის“ ახალი ტერიტორიის მოწყობა - სამუშაოებს მერი გაეცნო

© Tbilisi City Hallპარკი „მზიური“
პარკი „მზიური“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულში პარკ „მზიურის“ კეთილმოწყობილი ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდება.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად „მზიურის“ პარკში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
© Tbilisi City Hallპარკი „მზიური“
Парк Мзиури - вид сверху - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
პარკი „მზიური“
„მზიურის“ პარკი – თბილისელებისა და სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ორი წლის წინ განახლდა. მაგრამ მერიამ სრულად ვერ ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები, რადგან ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 2 ჰექტარი მიწა კერძო საკუთრებაში იყო. 2022 წლის ბოლოს მიწა ქალაქის ხელისუფლებას დაუბრუნდა.

„მთლიანობაში ორ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა, რომელიც „მზიურის“ გაგრძელება იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

მთავარ, დიდ მდელოზე, რომელიც დაზიანებული იყო, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მთლიანად გამოიცვლება სადრენაჟე სისტემა და მწვანე საფარი, დაემატება ხე-მცენარეები. ასევე მთლიანად განახლდება სპორტული სივრცე და დამონტაჟდება განათების სისტემა.
პარკში მოეწყობა საპიკნიკე არეალი და ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, ბავშვთა მოედნები და დასასვენებელი პავილიონი.
„მზიური“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ასევე ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად.
საქართველოს დედაქალაქში რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეების მოწყობა ქალაქის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც სისტემატურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0