https://sputnik-georgia.com/20230323/ramdenime-metros-sadgurze-axali-turniketebi-damontajdeba-276057945.html
მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება
მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერია მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან, რათა მეტროს 12 სადგურის სრულად აღდგენა მოხდეს. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T20:35+0400
2023-03-23T20:35+0400
2023-03-23T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/20/237762015_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_4923e0f1de59e8c30ebdba4f420b1beb.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტების დასამონტაჟებლად პოლონური კომპანია შეარჩია, რომელმაც უნდა დაადასტუროს მზადყოფნა სამუშაოების დასაწყებად, განაცხადა მერმა კახა კალაძემ.მეტროს „ახმეტელის თეატრის“, „ვარკეთილის“, „დიდუბის“ სადგურებზე ტურნიკეტების დამონტაჟების პროექტი პოლონურ კომპანიას უკვე წარუდგინეს. კომპანიის მიერ დადასტურებიდან პროექტი სამ თვეში განხორციელდება.მისი თქმით, მერიას აქვს ასევე მეორე, უფრო გრძელვადიანი პროექტი.„ეს არის სადგურ „ახმეტელის“ ახალი ამოსასვლელი-ჩასასვლელის პროექტის განხორციელება, იგივე პოზიციაა „სამგორის“ მეტროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.კალაძის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით მერია მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა მოხდეს მეტროს 12 სადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლება და მეტროს კიდევ 10 სადგურზე სხვა პროექტების განხორციელება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/20/237762015_101:0:1878:1333_1920x0_80_0_0_3a3d8d32c5faeabacb48dfda74eb2004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში
მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება
20:35 23.03.2023 (განახლებულია: 22:04 23.03.2023) თბილისის მერია მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან, რათა მეტროს 12 სადგურის სრულად აღდგენა მოხდეს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტების დასამონტაჟებლად პოლონური კომპანია შეარჩია, რომელმაც უნდა დაადასტუროს მზადყოფნა სამუშაოების დასაწყებად, განაცხადა მერმა კახა კალაძემ.
მეტროს „ახმეტელის თეატრის“, „ვარკეთილის“, „დიდუბის“ სადგურებზე ტურნიკეტების დამონტაჟების პროექტი პოლონურ კომპანიას უკვე წარუდგინეს. კომპანიის მიერ დადასტურებიდან პროექტი სამ თვეში განხორციელდება.
„დადასტურებას ველოდებით. ჩვენ წარვუდგინეთ "ახმეტელის თეატრის" აღნიშნული სივრცე, წარვუდგინეთ პროექტი, თუ რის გაკეთება გვინდა, ველოდებით დადასტურებას და ამის შემდეგ უკვე სამ თვეში შესაძლებელი იქნება პროექტი დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერიას აქვს ასევე მეორე, უფრო გრძელვადიანი პროექტი.
„ეს არის სადგურ „ახმეტელის“ ახალი ამოსასვლელი-ჩასასვლელის პროექტის განხორციელება, იგივე პოზიციაა „სამგორის“ მეტროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით მერია მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა მოხდეს მეტროს 12 სადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლება და მეტროს კიდევ 10 სადგურზე სხვა პროექტების განხორციელება.