https://sputnik-georgia.com/20230323/orderi-putinis-dapatimrebaze-icc-muqaras-gamoexmaura-276040147.html
ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე: ICC რუსეთის მუქარას გამოეხმაურა
ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე: ICC რუსეთის მუქარას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმი, ეხმიანება რა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართ რუსეთის... 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T13:04+0400
2023-03-23T13:04+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23842/85/238428586_0:171:1920:1251_1920x0_80_0_0_e8ae598323de711763766bc144107f67.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმი, ეხმიანება რა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ მუქარებს, წუხს მოსკოვის მცდელობებზე, წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემის ძალისხმევებს, ნათქვამია ICC-ს განცხადებაში.საუბარია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ICC-ს იმ პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რომლებმაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცეს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, და ასევე რუსი პოლიტიკოსების მუქარებზე, რომ რუსეთს ჰიპერბგერითი რაკეტებით შეუძლია უპასუხოს ამ საერთაშორისო სასამართლოს. ამასთან ასამბლეა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებისა და პროკურორების გადაწყვეტილებებს.მანამდე, 17 მარტს ICC-ს წინა საპროცესო განხილვების პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ს იურისდიქციას, ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი.ამის პასუხად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ს პროკურორ კარიმ აჰმად ხანისა და მოსამართლეების — ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ.
https://sputnik-georgia.com/20230320/rusetma-kriminaluri-sasamartlos-winaarmdeg-saqme-arzra-275943725.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23842/85/238428586_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_38b48ac095caef95fb7eebb57534fe5d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმი, ეხმიანება რა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ მუქარებს, წუხს მოსკოვის მცდელობებზე, წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემის ძალისხმევებს, ნათქვამია ICC-ს განცხადებაში.
საუბარია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ICC-ს იმ პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რომლებმაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცეს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, და ასევე რუსი პოლიტიკოსების მუქარებზე, რომ რუსეთს ჰიპერბგერითი რაკეტებით შეუძლია უპასუხოს ამ საერთაშორისო სასამართლოს.
„სასამართლო და მისი პერსონალი რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. ასამბლეა ადასტურებს სასამართლოსადმი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუციისადმი სრულ ნდობას, და აცხადებს, რომ კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს და დაიცავს რომის სტატუტით გათვალისწინებულ პრინციპებსა და ღირებულებებს ნებისმიერი მუქარის მიუხედავად“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ასამბლეა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებისა და პროკურორების გადაწყვეტილებებს.
მანამდე, 17 მარტს ICC-ს წინა საპროცესო განხილვების პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ს იურისდიქციას, ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი.
ამის პასუხად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ს პროკურორ კარიმ აჰმად ხანისა და მოსამართლეების — ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ.