„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას" - კალაძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღურბლზე არიან.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველო მიესალმება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
იმის შესახებ, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, გუშინ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, დსთ-ის ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები", – განაცხადა კალაძემ.

რუსეთის ხელისუფლებამ ახლა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა გააუქმა. ამის საფუძველი 2019 წლის ივლისში თბილისში მომხდარი მოვლენები იქცა. მაშინ დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას სახალხო მღელვარება მოჰყვა ანტირუსული ლოზუნგებით.
დეპუტატი:მოსკოვი და თბილისი პირდაპირი ფრენების აღდგენის და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან>>
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ 2012 წლის დასაწყისში რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
ოთხშაბათს მოსკოვში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი და საქართველო: რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები", სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0