https://sputnik-georgia.com/20230323/ilia-meorem-xvica-kvaracxelia-daloca-276055682.html
ილია მეორემ ხვიჩა კვარაცხელია დალოცა
ილია მეორემ ხვიჩა კვარაცხელია დალოცა
Sputnik საქართველო
შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. 23.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-23T18:28+0400
2023-03-23T18:28+0400
2023-03-23T21:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276054951_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_12bcfb7cb0742240b79e4a2151b7e0f0.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, ფეხბურთელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო და დალოცა.შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა >>22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ღირებულება ამ დღეებში 25 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ რიცხვს, 85 მილიონს მიაღწია – ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი 85 მილიონ ევროდ შეაფასა.ქართველი შემტევი ნახევარმცველი გასული წლიდან ქართველ ფეხბურთელთა შორის რეკორდსმენი იყო, ახლა კი, პორტალის ვერსიით, ადგილი უკვე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის დაიკავა.იტალიური სერია А-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა. ფეხბურთის ექსპერტების საერთო შეფასებით, ის დიდ როლს ასრულებს „ნაპოლის“ ჩემპიონობასთან მიახლოებაში 30-წლიანი პაუზის შემდეგ.წყარო - საქართველოს საპატრიარქო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276054951_553:243:2048:1365_1920x0_80_0_0_73e317ffa909d0b6ff2771f9a625e204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სიამაყე
ილია მეორემ ხვიჩა კვარაცხელია დალოცა
18:28 23.03.2023 (განახლებულია: 21:34 23.03.2023) შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქოს ცნობით, ფეხბურთელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო და დალოცა.
„მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი და შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ღირებულება ამ დღეებში 25 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ რიცხვს, 85 მილიონს მიაღწია – ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი 85 მილიონ ევროდ შეაფასა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი გასული წლიდან ქართველ ფეხბურთელთა შორის რეკორდსმენი იყო, ახლა კი, პორტალის ვერსიით, ადგილი უკვე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის დაიკავა.
იტალიური სერია А-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა. ფეხბურთის ექსპერტების საერთო შეფასებით, ის დიდ როლს ასრულებს „ნაპოლის“ ჩემპიონობასთან მიახლოებაში 30-წლიანი პაუზის შემდეგ.