ვანში მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerკაცი დანით ხელში
კაცი დანით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2023
გამოწერა
მაღაზიის თანამშრომლები პოლიციაში იკითხებიან, თავდამსხმელი დაკავებულია
თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ვანში შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, იუწყება „მთავარი არხი“.
მუნიციპალიტეტის ცენტრში მაღაზიათა ქსელ „სპარის" ფილიალში უცნობი პირი ცივი იარაღით შევარდა და მოლარეს დაემუქრა. მარკეტის თანამშრომლების თქმით, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ალკოჰოლს ითხოვდა.
„დანით შემოვარდა და ალკოჰოლს ითხოვდა“, - განაცხადეს მაღაზიის თანამშრომლებმა.
მაღაზიის თანამშრომლები პოლიციაში იკითხებიან.
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმე სსკ-ის 178-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0