https://sputnik-georgia.com/20230322/saqartvelosi-vandalizmis-jarimebi-dawesdeba-276034443.html
საქართველოში ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაწესდება
საქართველოში ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაწესდება
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინვენტარის განზრახ დაზიანება 300 ლარით დაჯარიმდება 22.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-22T22:00+0400
2023-03-22T22:00+0400
2023-03-23T01:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275613495_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_079a390aef40e7ab7877c11df85169e7.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ვანდალიზმისთვის ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით დაჯარიმდება.იგივე ჯარიმა დაწესდება სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.გვაცნობეთ ვანდალიზმის ფაქტები: თბილისში ამუშავდება აპლიკაცია „ფიქს თბილისი“ >>თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.დღესდღეობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად 150 ლარზე ზემოდ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275613495_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_51244292744b482f582d7282d8622747.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაწესდება
22:00 22.03.2023 (განახლებულია: 01:16 23.03.2023) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინვენტარის განზრახ დაზიანება 300 ლარით დაჯარიმდება
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ვანდალიზმისთვის ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით დაჯარიმდება.
იგივე ჯარიმა დაწესდება სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
დღესდღეობით სისხლის სამართლის სამართალდარღვევად 150 ლარზე ზემოდ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.