https://sputnik-georgia.com/20230322/saqartvelom-eqsportior-qveyanasi-100-tonaze-meti-kartofili-daabruna-276028108.html
საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანაში 130-მდე ტონა კარტოფილი დააბრუნა
საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანაში 130-მდე ტონა კარტოფილი დააბრუნა
Sputnik საქართველო
პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, განაცხადეს შემოსავლების სამსახურში. 22.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-22T19:14+0400
2023-03-22T19:14+0400
2023-03-22T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_0:57:3078:1788_1920x0_80_0_0_8a7725fba93214f78bbb977191c5c28c.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ საქართველოში რუსეთიდან შემოსული 129 ტონა კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, კარტოფილი საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს.გარდა ამისა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ გამოვლინდა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტიც, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას.წყარო - შემოსავლების სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_ec0c41284fce02b5f3c241a33f21dbcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანაში 130-მდე ტონა კარტოფილი დააბრუნა
19:14 22.03.2023 (განახლებულია: 22:43 22.03.2023) პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ საქართველოში რუსეთიდან შემოსული 129 ტონა კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კარტოფილი საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.
„პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს.
გარდა ამისა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ გამოვლინდა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტიც, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას.