https://sputnik-georgia.com/20230322/rustaveli-mtawmindis-sabagiro-gzis-msenebloba-wlis-bolos-dasruldeba-276014457.html
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება
Sputnik საქართველო
რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. 22.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-22T17:02+0400
2023-03-22T17:02+0400
2023-03-22T20:43+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24408/06/244080678_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b7150f6321919ce005a0ba60915e4c45.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.კალაძის განცხადებით, საბაგირო ერთი მიმართულებით გზას ოთხ წუთში დაფარავს, ერთ საათში კი დაახლოებით 1,1 ათას მგზავრს მოემსახურება.მერიის ინფორმაციით, 21-გონდოლიანი საბაგიროს მარშრუტის სიგრძე 845,55 მეტრი იქნება.მშენებლობის დასრულების შემდეგ საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო.მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24408/06/244080678_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_cc27f89c3e0313c754bda0d1da8a224b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება
17:02 22.03.2023 (განახლებულია: 20:43 22.03.2023) რეაბილიტაციის შემდეგ რუსთაველი–მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, საბაგირო ერთი მიმართულებით გზას ოთხ წუთში დაფარავს, ერთ საათში კი დაახლოებით 1,1 ათას მგზავრს მოემსახურება.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მერიის ინფორმაციით, 21-გონდოლიანი საბაგიროს მარშრუტის სიგრძე 845,55 მეტრი იქნება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.