https://sputnik-georgia.com/20230322/ratom-seamowmes-studenturi-qalaqi-tsu-ganmarteba-276002808.html
რატომ შეამოწმეს სტუდენტური ქალაქი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტება
რატომ შეამოწმეს სტუდენტური ქალაქი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტება
Sputnik საქართველო
ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრებმა მცხოვრებლების გეგმური აღრიცხვა განახორციელეს, განმარტავს უნივერსიტეტი. 22.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-22T12:43+0400
2023-03-22T12:43+0400
2023-03-22T16:44+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/64/233936456_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_18e719e3052479b7dd35970ff3e5be8e.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტური ქალაქის საერთო საცხოვრებელში გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება იყო და ახალგაზრდების დაშინებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.მასმედიაში ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოწმება სრულიად სხვაგვარი ხასიათის იყო და სტუდენტების დაშინებისკენ იყო მიმართული.თსუ-ში განმარტეს, რომ ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრებმა 15 და 16 მარტს მცხოვრებლების გეგმური აღრიცხვა განახორციელეს, რაც ყოველ წელს ტარდება.სასწავლო დაწესებულებაში აღნიშნეს, რომ საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ის სტუდენტები და ნაწილობრივ უნივერსიტეტის თანამშრომლები.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამჟამად ორი საერთო საცხოვრებელი აქვს – ლისის ტბასთან და ბაგებში.სტუდენტური ქალაქი ლისის ტბასთან 320 ადგილზეა გათვლილი. მან პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ის ადმინისტრაციული შენობისა და სამი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება.ბაგების კამპუსი 3 ათას სტუდენტზეა გათვლილი. ის 2018 წელს გაიხსნა. საერთო საცხოვრებელი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება – იქ არის საერთო და ინდივიდუალური ოთახები, სამზარეულოები, დასასვენებელი ზონები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/64/233936456_211:35:1498:1000_1920x0_80_0_0_2574ced9e9efc446fde5e9ebf41fbe71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თსუ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რატომ შეამოწმეს სტუდენტური ქალაქი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტება
12:43 22.03.2023 (განახლებულია: 16:44 22.03.2023) ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრებმა მცხოვრებლების გეგმური აღრიცხვა განახორციელეს, განმარტავს უნივერსიტეტი.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტური ქალაქის საერთო საცხოვრებელში გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება იყო და ახალგაზრდების დაშინებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
მასმედიაში ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოწმება სრულიად სხვაგვარი ხასიათის იყო და სტუდენტების დაშინებისკენ იყო მიმართული.
თსუ-ში განმარტეს, რომ ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრებმა 15 და 16 მარტს მცხოვრებლების გეგმური აღრიცხვა განახორციელეს, რაც ყოველ წელს ტარდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით, საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
სასწავლო დაწესებულებაში აღნიშნეს, რომ საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ის სტუდენტები და ნაწილობრივ უნივერსიტეტის თანამშრომლები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამჟამად ორი საერთო საცხოვრებელი აქვს – ლისის ტბასთან და ბაგებში.
სტუდენტური ქალაქი ლისის ტბასთან 320 ადგილზეა გათვლილი. მან პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ის ადმინისტრაციული შენობისა და სამი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება.
ბაგების კამპუსი 3 ათას სტუდენტზეა გათვლილი. ის 2018 წელს გაიხსნა. საერთო საცხოვრებელი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება – იქ არის საერთო და ინდივიდუალური ოთახები, სამზარეულოები, დასასვენებელი ზონები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და სხვ.