გმირთა მოედანზე მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerმემორიალური დაფა გმირთა მოედანზე
მემორიალური დაფა გმირთა მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2023
გამოწერა
ამჟამად მემორიალური სვეტი განახლებული და მოწესრიგებულია.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, სამუშაოები ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად ჩატარდა, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

„გარკვეული პრობლემები იყო, არ მუშაობდა განათებები, რომლებიც დამონტაჟებული იყო. 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, 2010 წელს აიგო. მას შემდეგ პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად მემორიალური სვეტი განახლებული და მოწესრიგებულია.
მემორიალი ლითონის კონსტრუქციისა და ორგანული მინის კოშკს წარმოადგენს, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა.
მემორიალის სიმაღლე 48 მეტრია და ის 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება.
ყველა ახალი ამბავი
0