https://sputnik-georgia.com/20230322/britanetma-ruseti-dezinformaciis-gavrcelebasi-daadanasaula-276006937.html
ეს ბირთვული იარაღი არ არის: ბრიტანეთმა რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
ეს ბირთვული იარაღი არ არის: ბრიტანეთმა რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების შესახებ, იუწყება Sky News დიდი ბრიტანეთის... 22.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-22T14:14+0400
2023-03-22T14:14+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1c/266951470_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_4a96cc7c30ec1b10e9001baa0b7b9f59.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების შესახებ, იუწყება Sky News დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, თავდაცვით უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ კომპონენტს, რომლის გადაცემაც იგეგმება უკრაინისთვის, ბირთულ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვს.მანამდე, 21 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ გარდა ტანკ Challenger 2-ის ესკადრონისა, ლონდონი კიევს ასევე გადასცემს სხვა სახის საბრძოლო მასალებს, მათ შორის, გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს. როგორც ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს იმ ფაქტზე, რომ „კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის შემცველი იარაღის გამოყენებას აპირებს“.ამასთან უწყება აკონკრეტებს, რომ ბრიტანული არმია გაღარიბებული ურანის შემცველ საბრძოლო მასალას „ათწლეულების განმავლობაში იყენებდა“, ვინაიდან ისინი ძალიან ეფექტურია თანამედროვე ტანკებისა და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მით უმეტეს, რომ, როგორც მეცნიერული კვლევებით დასტურდება, გაღარიბებული ურანის ნებისმიერი ზემოქმედება ადამიანებსა და გარემოზე, „დიდი ალბათობით, დაბალია“.ბრიტანეთის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, ეს ბრიტანეთისა და აშშ-ის „მორიგი უგუნური პროვოკაციაა“, ხოლო თავდაცვის მინისტრ შოიგუს თქმით, ამით „ბირთვულ შეტაკებამდე სულ უფრო ნაკლები საფეხური რჩება“.წყარო: Sky News
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1c/266951470_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_021e26602ade31c7c0f17f0feef68049.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების შესახებ, იუწყება Sky News დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, თავდაცვით უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ კომპონენტს, რომლის გადაცემაც იგეგმება უკრაინისთვის, ბირთულ იარაღთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მანამდე, 21 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ გარდა ტანკ Challenger 2-ის ესკადრონისა, ლონდონი კიევს ასევე გადასცემს სხვა სახის საბრძოლო მასალებს, მათ შორის, გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს. როგორც ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს იმ ფაქტზე, რომ „კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის შემცველი იარაღის გამოყენებას აპირებს“.
„ეს სტანდარტული კომპონენტია და არანაირი კავშირი არ აქვს ბირთვულ იარაღთან ან შესაძლებლობებთან. რუსეთმა იცის ამის შესახებ, მაგრამ განზრახ ავრცელებს დეზინფორმაციას“, — ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან უწყება აკონკრეტებს, რომ ბრიტანული არმია გაღარიბებული ურანის შემცველ საბრძოლო მასალას „ათწლეულების განმავლობაში იყენებდა“, ვინაიდან ისინი ძალიან ეფექტურია თანამედროვე ტანკებისა და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მით უმეტეს, რომ, როგორც მეცნიერული კვლევებით დასტურდება, გაღარიბებული ურანის ნებისმიერი ზემოქმედება ადამიანებსა და გარემოზე, „დიდი ალბათობით, დაბალია“.
ბრიტანეთის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, ეს ბრიტანეთისა და აშშ-ის „მორიგი უგუნური პროვოკაციაა“, ხოლო თავდაცვის მინისტრ შოიგუს თქმით, ამით „ბირთვულ შეტაკებამდე სულ უფრო ნაკლები საფეხური რჩება“.