მეზობლის ღალატი და ლეკთა ხანის კაცური სიტყვა, ანუ ამბავი კრწანისის მარცხისა

© Pixabay / Yomareსისხლიანი ხმალი
სისხლიანი ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
აღა-მაჰმად-ხანი ცდილობდა ერეკლესთან ურთიერთობა მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა, გარკვეულ დათმობაზეც კი მიდიოდა, კერძოდ:
„აღუთქვა მიცემა განჯისა, ერევნისა, ყარაბაღისა, შაქისა, შირვანისა და მართებლობაცა ადირბეიჯანისა“.
თორტიზის მონასტრიდან შემოტანილი ეტრატზე  შესრულებული სახარება - Sputnik საქართველო
ბაგრატ ბატონიშვილი
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე
ანუ აღა-მაჰმად-ხანი ერეკლეს საქართველოზე სამჯერ დიდ ტერიტორიას აძლევდა ფეშქაშად, ოღონდ მისი ერთგული გამხდარიყო.
მაგრამ ერეკლეს არც უფიქრია 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთთან დადებული ტრაქტატის ღალატი მიუხედავად იმისა, რომ, დიახაც, სურდა ქვეყნის საზღვრების გაფართოება.
„თუმცაღა სწადდა მეფესა ესე ვითარნი სასარგებლონი თავისასა ქვეყნისანი, გარნა, ვინადგან იყო ფიცითა ქრისტიანელთა შეკრული იმპერატრიცა ეკატერინესადმი, არა ინება ტეხა ფიცისა, არამედ განემზადა ბრძოლისადმი მისისა“, – წერს ბაგრატ ბატონიშვილი.
მეფე ერეკლე, როგორც მისი თანამედროვენიც აღნიშნავენ, რუსეთთან ურთიერთობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ერთმორწმუნეობას, ეს იყო მისთვის ყველაზე სერიოზული ფაქტორი. და როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ერთგულების ფიცს წმიდათაწმიდად მიიჩნევდა და მის დარღვევას ვერ ბედავდა. ამ საბედისწერო გარემოებამ პატარა კახს თითქოს ჩაუკლა რეალობის დანახვის უნარი...
რუსეთს კი იმ დროს საქართველოსთვის არ ეცალა. ჩრდილოეთ კავკასიაში შეიხ მანსურის მიერ წამოწყებული „საღვთო ომი“ ახალი დამთავრებული იყო და პეტერბურგის მთელი ყურადღება მთლიანად იქით იყო გადატანილი.
გარდა ამისა, უზარმაზარ იმპერიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა ევროპასთან, ხოლო რუსეთ-თურქეთის ორ დიდ ომს ლამის დაეცარიელებინა მისი ხაზინა.
ამ ფონზე აღა-მაჰმად-ხანის წინადადება ურიგო არ ჩანდა, ვინაიდან ირანის შაჰი ურიგდებოდა ქართლ-კახეთის მეფის ქრისტიანად დარჩენას და, უფრო მეტიც, „გიაურ მეფეს“ მუსლიმანებით დასახლებულ უზარმაზარ ტერიტორიას ჩუქნიდა, ოღონდაც ერეკლე მის ბანაკში გადასულიყო. მაგრამ ამაოდ დაშვრა ირანის შაჰი...
ამიტომაც აღა-მაჰმად-ხანმა დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი და საქართველოსკენ დაიძრა. თუმცა კიდევ ერთხელ მისცა ერეკლეს „გონს მოსვლის“ შანსი და კიდევ ერთხელ აწვია მოციქული თბილისს.
ახლა კი შეშფოთდა ერეკლე. და რადგან პეტერბურგიდან დახმარებას ვერ იღებდა, დაუძინებელ მტერს, ოსმალეთს მიმართა დახმარების თხოვნით. მაგრამ ხონთქარმა ცინიკურად შემოუთვალა – რაკი ერეკლე რუსეთის მფარველობის ქვეშაა, ოსმალეთს არ შეუძლია მისი დაცვა იკისროსო.
აქვე უნდა ითქვას, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს დაცემის საქმეში, სხვა ფაქტორებთან ერთად, უდიდესი როლი ითამაშა სომეხთა ღალატმა. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ სწორედ მათ უბიძგეს აღა-მაჰმად-ხანს საქართველოს დაქცევისაკენ.
ყველაფერი კი 1795 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ირანის შაჰმა ელჩის პირით აცნობა ერეკლეს, ყარაბაღის ურჩი ხანის — იბრაჰიმის დასასჯელად მოვდივარ და დაუყონებლივ ჯარი მომაშველეო. ქართლ-კახეთის მეფემ კი, პირიქით, იბრაჰიმ ხანს გაუგზავნა ლაშქარი თავისი ძის ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით.

ამ დროს კი:
„სომხები აწარმოებდნენ ორჭოფა პოლიტიკას... რუსებსაც უშლიდნენ გულს ფიანდაზად და ეპატიჟებოდნენ საქართველოში საბატონოდ, აღა-მაჰმად-ხანსაც უგზავნიდნენ ფულსა და ფეშქაშებს, მოუძღოდნენ წინ ქართლ-კახეთის დასაპყრობად“.
სიმონ ქვარიანი
ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მწერალი
გარდა ამისა, სხვა ქართული წყაროებიდან ვიგებთ, რომ სომხეთში შესული აღა-მაჰმად-ხანი განჯისა და კარაბერდის მელიქებმა — ჯავად-ხანმა და მეჯნუმმა მოქრთამეს და საქართველოში „გადმოიპატიჟეს“, ხოლო სომეხთა კათალიკოსმა ლუკამ ჩვენი ქვეყნის ასაოხრებლად დაძრულ სპარსეთის შაჰს „სამხედრო ხარჯების დასაფარად“ 100 ათასი მანეთი და რვა გირვანქა ოქრო უფეშქაშა.
უფრო მეტიც, სომხები ამასაც არ დასჯერდნენ და აღა-მაჰმად-ხანს მეგზურად იაკობ ბებუთოვი გამოაყოლეს, თითქოს სპარსელები თავისით ვერ მოაგნებდნენ საქართველოს...
10 სექტემბერს კრწანისთან გამართულ ბრძოლაში მცირერიცხოვანმა ქართველებმა შეძლეს საპარსელთა შეტევების მოგერიება. შაჰი უკვე უკან წასვლას აპირებდა, როცა თბილისში მყოფმა მოღალატეებმა — არტემ არარატელმა და იოსებ ბებუთოვმა დაპატიმრებული სპარსი ელჩი ციხიდან გააპარეს. მერე კი მასთან ერთად ეახლნენ აღა-მაჰმად-ხანს და ამცნეს, ქართველებს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავთ და ლაშქრობის შეწყვეტა არ ეგებისო.
და 11 სექტემბერს შაჰი თავისი 35-ათასიანი ლაშქრით გადავიდა შეტევაზე 5 ათასი ქართველის წინააღმდეგ.
ქართველები დამარცხდნენ.
ბრძოლა უკვე წაგებული იყო, შაჰი გამარჯვებას ზეიმობდა, როცა კრწანისთან 300 არაგველი მეომარი გამოჩნდა. ომში დაგვიანებით მისულებმა მტრისათვის უბრძოლველად ზურგის ჩვენება იუკადრისეს, სამასივე შეაწყდა სპარსთა ლაშქარს...
ბრძოლის ქარცეცხლში ლომივით ჩართული მხცოვანი მეფე ერეკლე ერთგულმა თანამებრძოლებმა და შვილიშვილმა იოანემ ძალით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და მთიულეთს წაიყვანეს.
სამწუხაროდ, მეფეს ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარმა ვაჟმა, უფლისწულმა გიორგიმ დააღალატა. ბატონიშვილი კახეთს იდგა ორიათასამდე ქიზიყელი მეომრით და კრწანისის ომი ისე გასრულდა, იქიდან ფეხი არ მოუცვლია. კახეთს ლეკებისგან ვიცავდიო, თავი გაიმართლა უფლისწულმა.
არადა, ლეკთა დიდმა ბელადმა ომარ ხანმა, როცა საქართველოს აღა-მაჰმად-ხანი მოადგა, პირობა დადო, ლეკები კახეთს აღარ ააოხრებენო. და კაცურად შეასრულა სიტყვა: სანამ აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში იდგა, ლეკებს ერთი ქართული ოჯახიც კი არ შეუწუხებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0