https://sputnik-georgia.com/20230321/ruset-ukrainis-konfliqti-275966290.html
მოსკოვი უკრაინის კრიზისში ოთხი ქვეყნის შუამავლობას გამორიცხავს
მოსკოვი უკრაინის კრიზისში ოთხი ქვეყნის შუამავლობას გამორიცხავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ნეიტრალური შუამავლების როლზე უკრაინის... 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T13:28+0400
2023-03-21T13:28+0400
2023-03-21T17:24+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_afae9ace9109237ad7c2c6839d017b24.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ნეიტრალური შუამავლების როლზე უკრაინის სამშვიდობო პროცესში, რადგან ისინი ჩართული არიან რუსეთთან კონფლიქტში, წერს „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.ასეთი კომენტარი გააკეთა საგარეო უწყებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ხელმძღვანელის ვოლფგანგ იშინგერის წინადადებაზე, რომელიც უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს „სამშვიდობო პროცესის დასაწყებად“. იშინგერის აზრით, მასში მონაწილეობა ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა უნდა მიიღონ.როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, გზავნიან იქ დაქირავებულებს, აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას და ამზადებენ უკრაინელ ჯარისკაცებს. გარდა ამისა, მათ დაუწესეს სანქციები რუსეთს, დაბლოკეს მისი საგარეო აქტივები, ითხოვენ ტრიბუნალის შექმნას რუსეთის ხელმძღვანელობის დასასჯელად და აშანტაჟებენ მის მეგობრებს, რათა მოსკოვთან თანამშრომლობა აუკრძალონ.მოსკოვს მიაჩნია, რომ კონფლიქტის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და სტაბილური მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საომარი მოქმედებებისა და დასავლური იარაღის მიწოდებების შეწყვეტით, ახალი ტერიტორიული რეალობების აღიარებით, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციზაციით, მისი ნეიტრალური და არაბლოკური სტატუსის დადასტურებით, სანქციების გაუქმებით, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების გაწვევით, რუსული ენის სტატუსის აღდგენით, რასაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუამავლობაზე პრეტენზიის მქონე დასავლური ქვეყნები მოსკოვს არ სთავაზობენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_501:240:2911:2048_1920x0_80_0_0_f94c9b61d7060d4bccf20b456a3d6f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას არ შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ნეიტრალური შუამავლების როლზე უკრაინის სამშვიდობო პროცესში, რადგან ისინი ჩართული არიან რუსეთთან კონფლიქტში,
წერს „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ასეთი კომენტარი გააკეთა საგარეო უწყებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ხელმძღვანელის ვოლფგანგ იშინგერის წინადადებაზე, რომელიც უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს „სამშვიდობო პროცესის დასაწყებად“. იშინგერის აზრით, მასში მონაწილეობა ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა უნდა მიიღონ.
„ოფიციალურად ჩვენ არაფერი ვიცით ამ ინიციატივის შესახებ. <...> მიუხედავად ამისა, იშინგერის იდეა ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პირველ რიგში იმიტომ, რომ აღნიშნული ოთხივე ქვეყანა თავად მონაწილეობს რუსეთთან კონფლიქტში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქვე დააკონკრეტეს, რომ წინადადების შესახებ პრესიდან შეიტყვეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, გზავნიან იქ დაქირავებულებს, აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას და ამზადებენ უკრაინელ ჯარისკაცებს. გარდა ამისა, მათ დაუწესეს სანქციები რუსეთს, დაბლოკეს მისი საგარეო აქტივები, ითხოვენ ტრიბუნალის შექმნას რუსეთის ხელმძღვანელობის დასასჯელად და აშანტაჟებენ მის მეგობრებს, რათა მოსკოვთან თანამშრომლობა აუკრძალონ.
„ამგვარი მიდგომებით აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას ვერ ექნებათ პრეტენზია ნეიტრალური შუამავლის როლზე, რომლებიც სამშვიდობო პროცესს დაიწყებენ. ისინი არ არიან დაინტერესებული კრიზისის მოგვარებით და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაპირისპირება მაქსიმალურად გაწელონ“, — აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოსკოვს მიაჩნია, რომ კონფლიქტის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და სტაბილური მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საომარი მოქმედებებისა და დასავლური იარაღის მიწოდებების შეწყვეტით, ახალი ტერიტორიული რეალობების აღიარებით, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციზაციით, მისი ნეიტრალური და არაბლოკური სტატუსის დადასტურებით, სანქციების გაუქმებით, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების გაწვევით, რუსული ენის სტატუსის აღდგენით, რასაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუამავლობაზე პრეტენზიის მქონე დასავლური ქვეყნები მოსკოვს არ სთავაზობენ.