მიმოხილვა: უკრაინის არმიის კონტრშეტევის პერსპექტივები

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2023
გამოწერა
ვაშინგტონი ცდილობს ამერიკული ჰეგემონიის გადარჩენას და ამ მიზნით უკრაინის კონტრშეტევის დაჩქარებას, რომლის წარმატებისთვისაც კიევი არ ფლობს აუცილებელ რეზერვებს, საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას და დამრტყმელ ავიაციას. კიევი ალბათ აცნობიერებს, რომ ომი წაგებული აქვს, მაგრამ აშშ მიზნების მისაღწევად ითხოვს ათობით და ასობით ათასი უკრაინელის განადგურებას.
ბახმუტის, როგორც ანტირუსული უკრაინის იდეოლოგიური სიმბოლოს დასაცავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ექვს თვეში სასიკვდილოდ გაწირა 60 ათასი ჯარისკაცი. „ვაგნერის“ რაზმები აკონტროლებენ ქალაქის 70 პროცენტს. იწყება ბრძოლა სლავიანსკისთვის, კრამატორსკისა და სევერსკისთვის.
ამავდროულად რუსული ჯარი იბრძვის ავდეევკის დასაკავებლად. უკრაინის გენერალური შტაბი იძულებულია გადაისროლოს რეზერვები ბახმუტსა და ავდეევკაში. რუსულმა ჯარმა ჩაკეტა სარკინიგზო გზა ავდეევკაში. ის ეფექტურად ფლობს ინიციატივას სვატოვო-კრემენნაიას ხაზზეც, უტევს უკრაინის თავდაცვის საზღვრებს და წინ მიიწევს ხარკოვის ოლქისა და ლუგანსკის საზღვრების გასწვრივ.
უკრაინულ ფორმირებებს არ ჰყოფნით მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო ჭურვები, რომელთა გარეშეც არ შეუძლიათ კონტრშეტევა, თუმცა აშშ და ნატო კიევისგან ახალ სისხლს ითხოვენ და გადამწყვეტი მომენტის დადგომაზე საუბრობენ. ასეთი სტრატეგიის მიზანია სერიოზული დანაკარგის მუქარით აიძულონ რუსეთი, მოლაპარაკებები გამართოს უკრაინასთან ამერიკული წესებით, ვინაიდან აშშ-ს არ სურს მრავალი წლით ევროპაში „ჩარჩენა“. სტრატეგია მარცხისთვისაა განწირული, რუსეთის ჯარი უკრაინის ბრძოლის ველზე დომინირებს.

ბოლო შანსი

კიევი მასობრივი მობილიზაციის ახალ ტალღას იწყებს. ვაშინგტონი უკრაინას ძველ ჯავშანტრანსპორტიორებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს აწვდის. ნატოს სპეციალისტები გამალებით ამზადებენ კონტრშეტევისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების 100.000 კაციან სამ საჯარისო კორპუსს. ამ ფორმირებების საბრძოლო მზადყოფნა და შემტევი პოტენციალი ნათელი არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ძალებს აძლიერებს კიევის კონტროლს დაქვემდებარებულ ქალაქებში – დრუჟკოვკაში, კრამატორსკსა და სლავიანსკში. ღამით ამ დასახლებულ პუნქტებში მუხლუხიანი და ბორბლიანი ტექნიკის კოლონების მოძრაობა შეინიშნებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები რეგულარულად და წარუმატებლად ცდილობენ რუსული პოზიციების სიმტკიცის შემოწმებას ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. რუსული ჯარი მეთოდურად ანადგურებს უკრაინულ დესანტს დნეპრზე, ქალაქ ხერსონის რაიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ოცნებობენ ბრძოლის ხაზის სამხრეთ მონაკვეთზე შეტევაზე ისე, რომ რუსული დაჯგუფება ორად გაიპოს და უკრაინელებმა მელიტოპოლისა და ყირიმისკენ გასვლა შეძლონ.
ვაშინგტონი შეშფოთებულია გამოცდილი მებრძოლების შემცირების, საბრძოლო მასალის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების დეფიციტის გამო. პენტაგონი უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმტკიცის საყრდენად მიიჩნევს იარაღის უწყვეტ ნაკადს, თუმცა ამან ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში არ გაამართლა. ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს არ შეუძლია სიმძლავრის სწრაფად გაზრდა კიევის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და კონგრესი სწრაფად გადავიდნენ საბრძოლო მასალის მრავალწლიანი მარაგების შეძენის ორგანიზებაზე და სამრეწველო სიმძლავრეების გაზრდაზე, მაგრამ საჭიროა წლები, რათა შესამჩნევად გაიზარდოს წარმოება და შეივსოს მარაგები.
ამერიკული გამოცემა Breaking Defense აღნიშნავს: „უკრაინის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენ აშკარად არ გვყოფნის ტექნიკა ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის“. პორტალი 19FortyFive წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში ფარდა ახადა სამარცხვინო სიმართლეს აშშ-ის საბრძოლო ძალის შესახებ.
ევროპელი დონორები უკრაინას ჰპირდებიან ერთ წელიწადში ერთი მილიონი 155 მმ-იანი ჭურვების შეძენას და მიწოდებას. გამოცემა Financial Times ჩინოვნიკებსა და მწარმოებლებზე დაყრდნობით წერს ევროკავშირში ჭურვების დასამზადებლად დენთის ქრონიკულ უკმარისობაზე.
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინას მხოლოდ ერთი კონტრშეტევის საშუალება ექნება და „ეს უნდა მოხდეს რამდენიმე თვის განმავლობაში“. შესაძლებლობების ფანჯარა 2023 წელს ღიაა, შემდეგ დასავლეთის დახმარების ახლანდელი დონის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. თანაც ამინდს შექმნის არა აბსტრაქტული „დაღლა ომისგან“, არამედ რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო-ტექნოლოგიური უპირატესობა. სტრატეგიისა და ტაქტიკის მოსალოდნელი გამკაცრება რუსეთის სპეცოპერაციას დასახული მიზნების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს. ეს აუცილებელია უსაფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის ფორმირებისთვის.
უკრაინის კონფლიქტის ფონზე The American Conservative ადასტურებს „აშშ-ის ერთპოლარული ჰეგემონიის აგონიას“ და დასძენს: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის მიერ პროვოცირებული ომები გახდა 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი... აშშ ცნობილია დაპირებების, ხელშეკრულებების დარღვევით და შეთანხმებებზე უარით. სია გრძელია: აშშ-ის დანაპირები 1990 წელს, არ წაეწია ნატო აღმოსავლეთისკენ, ვარშავის ბლოკის ყოფილ ქვეყნებში, შეთანხმება ლიბიასთან და სხვ. აშშ-ს არაერთხელ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი... აშშ ერეოდა ორმოცდაათი ქვეყნის საქმეებში. ამ დესტრუქციული მოქმედების იგნორირების დრო იწურება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0