https://sputnik-georgia.com/20230320/tkipismieri-encefaliti-275942621.html
ახლოვდება საშიში სეზონი: თავის ტვინის ანთების სიმპტომები და საშველი
ახლოვდება საშიში სეზონი: თავის ტვინის ანთების სიმპტომები და საშველი
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. გაზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად ახლოვდება ტკიპების გააქტიურების სეზონიც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის ბუნებაში... 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T18:26+0400
2023-03-20T18:26+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251385213_0:7:1921:1087_1920x0_80_0_0_4f79d2191efeadb90548b2fd3885c5d0.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. გაზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად ახლოვდება ტკიპების გააქტიურების სეზონიც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის ბუნებაში სეირნობა-დასვენების მოყვარულებს, აცხადებენ ექიმები. მათი თქმით, იმისათვის, რომ ამ მწერის ნაკბენით გამოწვეული საშიში დაავადება ტკიპისმიერი ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება) თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია აცრა. ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი.ექიმების თქმით, ტკიპისმიერი ენცეფალიტის შედეგები უმეტეს შემთხვევაში სავალალოა, ვინაიდან დაავადებას ბევრი გართულება სდევს თან და საკმაოდ რთულად იკურნება.ენცეფალიტზე ვაქცინაცია კი მაქსიმალურად იცავს ადამიანს საშიში დაავადებისგან. ენცეფალიტზე პირველადი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ორჯერადი ვაქცინაცია კეთდება 2–4 კვირის ინტერვალით. ერთი წლის მერე კი რევაქცინაციაა საჭირო.ამის შემდეგ ასაკოვანი ადამიანები ტკიპისმიერი ენცეფალიტისგან 3 წლის განმავლობაში არიან დაცული, ხოლო ახალგაზრდები უფრო ხანგრძლივად — 5 წლის განმავლობაში.ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი არის არბოვირუსები, რომლებიც ტკიპის ენის მეშვეობით გადაეცემა ადამიანს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ტკიპის სანერწყვე ხორთუმში გამომუშავდება ძლიერი გამაუტკივარებელიც, რის გამოც ადამიანი მწერის ნაკბენს ვერ გრძნობს.ტკიპისმიერი ენცეფალიტის სიმპტომები:ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 7–14 დღე გრძელდება. იშვიათ შემთხვევაში ვლინდება სწრაფი რეაქცია — ტკიპის კბენიდან ერთ დღე-ღამეში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251385213_0:0:1707:1280_1920x0_80_0_0_54e86bb2b03c410ed43a0a32d63bd1a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. გაზაფხულის ძალაში შესვლასთან ერთად ახლოვდება ტკიპების გააქტიურების სეზონიც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის ბუნებაში სეირნობა-დასვენების მოყვარულებს, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, იმისათვის, რომ ამ მწერის ნაკბენით გამოწვეული საშიში დაავადება ტკიპისმიერი ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება) თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია აცრა. ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი.
ექიმების თქმით, ტკიპისმიერი ენცეფალიტის შედეგები უმეტეს შემთხვევაში სავალალოა, ვინაიდან დაავადებას ბევრი გართულება სდევს თან და საკმაოდ რთულად იკურნება.
ენცეფალიტზე ვაქცინაცია კი მაქსიმალურად იცავს ადამიანს საშიში დაავადებისგან. ენცეფალიტზე პირველადი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ორჯერადი ვაქცინაცია კეთდება 2–4 კვირის ინტერვალით. ერთი წლის მერე კი რევაქცინაციაა საჭირო.
ამის შემდეგ ასაკოვანი ადამიანები ტკიპისმიერი ენცეფალიტისგან 3 წლის განმავლობაში არიან დაცული, ხოლო ახალგაზრდები უფრო ხანგრძლივად — 5 წლის განმავლობაში.
ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი არის არბოვირუსები, რომლებიც ტკიპის ენის მეშვეობით გადაეცემა ადამიანს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ტკიპის სანერწყვე ხორთუმში გამომუშავდება ძლიერი გამაუტკივარებელიც, რის გამოც ადამიანი მწერის ნაკბენს ვერ გრძნობს.
ტკიპისმიერი ენცეფალიტის სიმპტომები:
ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 7–14 დღე გრძელდება. იშვიათ შემთხვევაში ვლინდება სწრაფი რეაქცია — ტკიპის კბენიდან ერთ დღე-ღამეში.
ტკიპისმიერი ენცეფალიტის მიმდინარეობა გრიპს ჩამოჰგავს. პაციენტი უჩივის ციებას, კუნთების ტკივილსა და სისუსტეს.
ამასთან შესაძლებელია კრუნჩხვების სისტემატური შეტევები და რეგულარული პირღებინება.
მკვეთრად იმატებს სხეულის ტემპერატურა, კანის საფარველი წითლდება, თვალების თეთრონებზე შეინიშნება კაპილარების სკდომა.