https://sputnik-georgia.com/20230320/surami-photo-275944070.html
სურამი: დასვენება ჯანმრთელობის სასარგებლოდ - ფოტო
სურამი: დასვენება ჯანმრთელობის სასარგებლოდ - ფოტო
Sputnik საქართველო
სამთო-კლიმატური კურორტი სურამი ლიხის ქედის კალთაზე მდებარეობს. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T16:53+0400
2023-03-20T16:53+0400
2023-03-20T20:34+0400
ფოტო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275925509_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_5d64a6761b0556c72d06dac1fd5c5798.jpg
სურამი ლიხის ქედზე, ტყეებშია გაშენებული და ცნობილია სამკურნალო კლიმატითა და წყლით და ლამაზი პეიზაჟებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275925509_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_3011be72b2f4370ed47fb890e1af8e1c.jpg Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოტო, მულტიმედია, фото
სურამი: დასვენება ჯანმრთელობის სასარგებლოდ - ფოტო 16:53 20.03.2023 (განახლებულია: 20:34 20.03.2023 )
სამთო-კლიმატური კურორტი სურამი ლიხის ქედის კალთაზე მდებარეობს.
სურამი ლიხის ქედზე, ტყეებშია გაშენებული და ცნობილია სამკურნალო კლიმატითა და წყლით და ლამაზი პეიზაჟებით.
© photo: Sputnik / Stringer სურამი ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს
სურამი ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს
© photo: Sputnik / Stringer ეს ადგილი ცნობილია სამკურნალო კლიმატითა და ლამაზი პეიზაჟებით. სურამის მიკროკლიმატი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით სასუნთ სისტემაზე
ეს ადგილი ცნობილია სამკურნალო კლიმატითა და ლამაზი პეიზაჟებით. სურამის მიკროკლიმატი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით სასუნთ სისტემაზე
© photo: Sputnik / Stringer სურამში ძალიან ხშირად ჩადიან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
სურამში ძალიან ხშირად ჩადიან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
© photo: Sputnik / Stringer აქ უამრავი ღირსშესანიშნაობაა
აქ უამრავი ღირსშესანიშნაობაა
© photo: Sputnik / Stringer ერთ-ერთი უმთავრესი სურამის ციხეა, რომელიც XII საუკუნეში აიგო
ერთ-ერთი უმთავრესი სურამის ციხეა, რომელიც XII საუკუნეში აიგო
© photo: Sputnik / Stringer ციხე-სიმაგრე 1200 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული
ციხე-სიმაგრე 1200 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული
© photo: Sputnik / Stringer ციხე მდინარე სურამულას მიმდებარედ კლდეზეა აღმართული. მისი პოვნა ძალიან მარტივია, რადგან სურამში ყველა მხრიდან კარგად ჩანს
ციხე მდინარე სურამულას მიმდებარედ კლდეზეა აღმართული. მისი პოვნა ძალიან მარტივია, რადგან სურამში ყველა მხრიდან კარგად ჩანს
© photo: Sputnik / Stringer არსებობს ვერსია, რომ სურამის პირველი ციხე მეფე ფარნაჯომმა ააგო II საუკუნის პირველ ნახევარში, თუმცა ჩვენამდე XII საუკუნის ციხემ მოაღწია
არსებობს ვერსია, რომ სურამის პირველი ციხე მეფე ფარნაჯომმა ააგო II საუკუნის პირველ ნახევარში, თუმცა ჩვენამდე XII საუკუნის ციხემ მოაღწია
© photo: Sputnik / Stringer მაშინ ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო საქართველოში
მაშინ ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო საქართველოში
© photo: Sputnik / Stringer ციტადელზე ვიწრო კიბე ადის. კომპლექსში შედის ციხის კედელი, კოშკი, სასახლე და პატარა ეკლესია. კედლიდან შესანიშნავი ხედი იშლება მთელ სურამზე
ციტადელზე ვიწრო კიბე ადის. კომპლექსში შედის ციხის კედელი, კოშკი, სასახლე და პატარა ეკლესია. კედლიდან შესანიშნავი ხედი იშლება მთელ სურამზე
© photo: Sputnik / Stringer ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ციხის კედლებში ცოცხლად ჩააყოლეს ახალგაზრდა სახელად ზურაბი, რომელიც ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. კედლის ამ მონაკვეთიდან მოედინება სუფთა წყალი - დედის ცრემლები
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ციხის კედლებში ცოცხლად ჩააყოლეს ახალგაზრდა სახელად ზურაბი, რომელიც ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. კედლის ამ მონაკვეთიდან მოედინება სუფთა წყალი - დედის ცრემლები
© photo: Sputnik / Stringer ციხე-სიმაგრის მახლობლად მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული
ციხე-სიმაგრის მახლობლად მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული
© photo: Sputnik / Stringer ოდესღაც ეს ეკლესია სომხური იყო
ოდესღაც ეს ეკლესია სომხური იყო
© photo: Sputnik / Stringer თუ სურამში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ციხე-სიმაგრე. ამას სულ 40 წუთი ეყოფა
თუ სურამში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ციხე-სიმაგრე. ამას სულ 40 წუთი ეყოფა
© photo: Sputnik / Stringer ხოლო თუ მეტი დრო გექნებათ, შეგიძლიათ სურამის ისტორიას კიდევ უკეთ გაეცნოთ
ხოლო თუ მეტი დრო გექნებათ, შეგიძლიათ სურამის ისტორიას კიდევ უკეთ გაეცნოთ
© photo: Sputnik / Stringer გარდა ხშირი ტყისა, სურამში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც „რკინის წყალს“ უწოდებენ. ადგილობრივებმა წყაროს ასე რკინის მაღალი შემცველობის გამო უწოდეს
გარდა ხშირი ტყისა, სურამში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც „რკინის წყალს“ უწოდებენ. ადგილობრივებმა წყაროს ასე რკინის მაღალი შემცველობის გამო უწოდეს
© photo: Sputnik / Stringer სამკურნალო წყალი ყველას შეუძლია გასინჯოს. წყარო სურამის ცენტრში მდებარეობს. მისი დახმარებით მკურნალობენ ანემიას, დაბალ ჰემოგლობინს, ნერვული სისტემისა და ნაწლავების დაავადებებს
სამკურნალო წყალი ყველას შეუძლია გასინჯოს. წყარო სურამის ცენტრში მდებარეობს. მისი დახმარებით მკურნალობენ ანემიას, დაბალ ჰემოგლობინს, ნერვული სისტემისა და ნაწლავების დაავადებებს
© photo: Sputnik / Stringer სურამი ასევე ცნობილია ნაზუქებით. ეს სურამის ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა
სურამი ასევე ცნობილია ნაზუქებით. ეს სურამის ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა
© photo: Sputnik / Stringer ნაზუქი ჩვეულებრივ თონეში ცხვება. ძირითადად მას სურამის მთავარ მაგისტრალზე ყიდიან
ნაზუქი ჩვეულებრივ თონეში ცხვება. ძირითადად მას სურამის მთავარ მაგისტრალზე ყიდიან
© photo: Sputnik / Stringer კიდევ ერთი ნუგბარი, რომელიც შეგიძლიათ სურამში გასინჯოთ, არის ფიჭვის გირჩის მურაბა. ვინაიდან სურამი ტყით არის გარშემორტყმული, ინგრედიენტების ნაკლებობა აქ არასდროს აქვთ, ამიტომ ასეთი მურაბის შეძენას ყველგან შეძლებთ
კიდევ ერთი ნუგბარი, რომელიც შეგიძლიათ სურამში გასინჯოთ, არის ფიჭვის გირჩის მურაბა. ვინაიდან სურამი ტყით არის გარშემორტყმული, ინგრედიენტების ნაკლებობა აქ არასდროს აქვთ, ამიტომ ასეთი მურაბის შეძენას ყველგან შეძლებთ