https://sputnik-georgia.com/20230320/somxetis-parlamentis-tavmjdomare-saqartvelos-elcs-sexvda-275950301.html
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა
Sputnik საქართველო
ოფიციალური ერევანი თბილისთან ურთიერთობის გაფართოებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს, აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T21:18+0400
2023-03-20T21:18+0400
2023-03-20T22:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
სომხეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275947512_0:65:800:515_1920x0_80_0_0_608d9cdf0c373d62f601facbe4da47f2.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობით, განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრაზე, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.სომხეთის პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებას.ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების რეგულარულ შეხვედრებზე საუბრისას სიმონიანმა განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრა წელს სომხეთში გაიმართება.თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთი მისთვის მშობლიური ქვეყანაა, მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს.დიპლომატის თქმით, ძნელია წარმოიდგინო საქართველო მდიდარი სომხური კულტურის ელემენტების გარეშე.მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ ერევანსა და თბილისს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275947512_100:72:691:515_1920x0_80_0_0_95fe63a472e2fcb84261531ebf8d9156.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, სომხეთი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, სომხეთი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა
21:18 20.03.2023 (განახლებულია: 22:17 20.03.2023) ოფიციალური ერევანი თბილისთან ურთიერთობის გაფართოებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს, აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობით, განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრაზე, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
სომხეთის პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებას.
ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების რეგულარულ შეხვედრებზე საუბრისას სიმონიანმა განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრა წელს სომხეთში გაიმართება.
თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთი მისთვის მშობლიური ქვეყანაა, მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს.
დიპლომატის თქმით, ძნელია წარმოიდგინო საქართველო მდიდარი სომხური კულტურის ელემენტების გარეშე.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთონ ერევანსა და თბილისს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.