https://sputnik-georgia.com/20230320/saxalxo-damcvelis-aparattan-arsebuli-konsiliumi-saakasvilis-mdgomareobas-momavalsic-daakvordeba-275917167.html
სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი სააკაშვილის მდგომარეობას მომავალშიც დააკვირდება
სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი სააკაშვილის მდგომარეობას მომავალშიც დააკვირდება
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა პატიმრის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას კლინიკაში გადიან. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T09:44+0400
2023-03-20T09:44+0400
2023-03-20T16:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. სახალხო დამცველის ინიციატივით 2021 წელს შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს გააგრძელებს, განაცხადა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა.მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. იოსელიანი, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე 7 მარტს აირჩიეს, სააკაშვილს პირველად შეხვდა.მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტისას მასთან ერთად სხვადასხვა თემები განიხილა.ამასთან, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა პატიმრის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკა „ვივამედში“ გადიან მკურნალობას.„მნიშვნელოვანია სხვა პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომლებსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან“, – განაცხადა იოსელიანმა.იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში
სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი სააკაშვილის მდგომარეობას მომავალშიც დააკვირდება
09:44 20.03.2023 (განახლებულია: 16:21 20.03.2023) სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა პატიმრის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას კლინიკაში გადიან.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. სახალხო დამცველის ინიციატივით 2021 წელს შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს გააგრძელებს, განაცხადა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. იოსელიანი, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე 7 მარტს აირჩიეს, სააკაშვილს პირველად შეხვდა.
„ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა, თუმცა ჩემი მხრივ დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება“, – დაწერა იოსელიანმა სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტისას მასთან ერთად სხვადასხვა თემები განიხილა.
ამასთან, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა პატიმრის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკა „ვივამედში“ გადიან მკურნალობას.
„მნიშვნელოვანია სხვა პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომლებსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან“, – განაცხადა იოსელიანმა.
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.
ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.