https://sputnik-georgia.com/20230320/polonetis-saelcos-gancxadeba-275923215.html
ელჩის სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი: პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს
ელჩის სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი: პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საფრანგეთში პოლონეთის ელჩის იან ემერიკ როსტიშევსკის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯა და არასწორი... 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T12:30+0400
2023-03-20T12:30+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
პოლონეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249750570_632:206:3068:1576_1920x0_80_0_0_76c11730f7303c3a1803fdcff73a7e8b.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საფრანგეთში პოლონეთის ელჩის იან ემერიკ როსტიშევსკის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯა და არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა, ნათქვამია დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საუბარია როსტიშევსკის განცხადებაზე, რომელიც მან LCI-ს ეთერში გააკეთა: „თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთს არჩევანი არ ექნება და იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს“.როგორც დიპლომატიური მისია განმარტავს, ელჩის ნათქვამის სრულად მოსმენის შემთხვევაში სრულიად გასაგები ხდება, რომ მას პოლონეთის ომში უშუალო მონაწილეობა არ ჰქონია მხედველობაში.ამასთან დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ პოლონეთი არ არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს, რათა კონფლიქტი „ევროპასა და პოლონეთს არ მიუახლოვდეს“.
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249750570_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_978ba59ff42b103816d6c6ed9bded3d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლონეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლონეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ელჩის სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი: პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს
12:30 20.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საფრანგეთში პოლონეთის ელჩის იან ემერიკ როსტიშევსკის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯა და არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა, ნათქვამია დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია როსტიშევსკის განცხადებაზე, რომელიც მან LCI-ს ეთერში გააკეთა: „თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთს არჩევანი არ ექნება და იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს“.
როგორც დიპლომატიური მისია განმარტავს, ელჩის ნათქვამის სრულად მოსმენის შემთხვევაში სრულიად გასაგები ხდება, რომ მას პოლონეთის ომში უშუალო მონაწილეობა არ ჰქონია მხედველობაში.
„მთელი საუბრის ყურადღებით მოსმენა ცხადყოფს, რომ კონფლიქტში პოლონეთის უშუალო მონაწილეობის შესახებ განცხადება არ ყოფილა. ეს იყო მხოლოდ გაფრთხილება იმ შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს უკრაინის დამარცხებას: რუსეთის თავდასხმის ალბათობაზე ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებზე — ბალტიისპირეთზე და პოლონეთზე, ან ომში მათი ჩართვის შესაძლებლობაზე“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან დიპლომატიური მისია განმარტავს, რომ პოლონეთი არ არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს, რათა კონფლიქტი „ევროპასა და პოლონეთს არ მიუახლოვდეს“.