https://sputnik-georgia.com/20230320/msxvilfexa-rqosani-pirutyvis-raodenoba-2022-wels-semcirda-275918930.html
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში 2022 წელს შემცირდა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში 2022 წელს შემცირდა
Sputnik საქართველო
2022 წელს წარმოებული იყო 74,7 ათასი ტონა ხორცი, რაც 2021 წელთან შედარებით 2,9%-ით მეტია. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T10:28+0400
2023-03-20T10:28+0400
2023-03-20T16:41+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_3a9c87b6eb348f1ff2a6b1332ee469fe.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2022 წლის ბოლოსთვის 6,5%-ით შემცირდა და 868,7 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" წინასწარ მონაცემებში. „საქსტატის" მონაცემებით, გასული წლის ბოლოს ღორების რაოდენობა 139,9 ათას სულს შეადგენდა, რაც 8,5%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა გაიზარდა 4,3%-ით და 2022 წლის ბოლოსთვის 9,7 მლნ ფრთა შეადგინა. მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება საქართველოში 2022 წელს წარმოებული იყო 74,7 ათასი ტონა ხორცი, რაც 2,9%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს. „საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოება გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 2,2%-ით შემცირდა და 574,7 მლნ ლიტრი შეადგინა. გარდა ამისა, 0,9%-ით შემცირდა კვერცხის წარმოებაც და 648,9 მლნ ცალი შეადგინა. პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი საქართველოდან გასულ წელს გაიყვანეს 131,6 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც 2021 წლის მონაცემზე 61,8%-ით მეტია. ამავე დროს, 13%-ით შემცირდა იმპორტი აღნიშნულ პერიოდში და 2 ათასი სული შეადგინა. საქართველოდან შინაური ფრინველი 2022 წელს გავიდა 13,6 მლნ ფრთა (+136,9%), ხოლო შემოვიდა 7,1 მლნ ფრთა (-6,2%). ღორის იმპორტი 2022 წელს 70%-ით გაიზარდა და 102,7 ათასი სული შეადგინა. გარდა ამისა, 75%-ით გაიზარდა ღორების ექსპორტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251907481_90:257:1027:960_1920x0_80_0_0_296ac491d6e17b942aa1d008b0429752.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა საქართველოში 2022 წელს შემცირდა
10:28 20.03.2023 (განახლებულია: 16:41 20.03.2023) 2022 წელს წარმოებული იყო 74,7 ათასი ტონა ხორცი, რაც 2021 წელთან შედარებით 2,9%-ით მეტია.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2022 წლის ბოლოსთვის 6,5%-ით შემცირდა და 868,7 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" წინასწარ მონაცემებში.
„საქსტატის"
მონაცემებით, გასული წლის ბოლოს ღორების რაოდენობა 139,9 ათას სულს შეადგენდა, რაც 8,5%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა გაიზარდა 4,3%-ით და 2022 წლის ბოლოსთვის 9,7 მლნ ფრთა შეადგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
საქართველოში 2022 წელს წარმოებული იყო 74,7 ათასი ტონა ხორცი, რაც 2,9%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოება გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 2,2%-ით შემცირდა და 574,7 მლნ ლიტრი შეადგინა.
გარდა ამისა, 0,9%-ით შემცირდა კვერცხის წარმოებაც და 648,9 მლნ ცალი შეადგინა.
პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი
საქართველოდან გასულ წელს გაიყვანეს 131,6 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც 2021 წლის მონაცემზე 61,8%-ით მეტია. ამავე დროს, 13%-ით შემცირდა იმპორტი აღნიშნულ პერიოდში და 2 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან შინაური ფრინველი 2022 წელს გავიდა 13,6 მლნ ფრთა (+136,9%), ხოლო შემოვიდა 7,1 მლნ ფრთა (-6,2%).
ღორის იმპორტი 2022 წელს 70%-ით გაიზარდა და 102,7 ათასი სული შეადგინა. გარდა ამისა, 75%-ით გაიზარდა ღორების ექსპორტი.