https://sputnik-georgia.com/20230320/edvedevispasuxi-putinis-dapatimrebis-orderze-275922464.html
ღმერთი და რაკეტები ყველას გვიყურებენ: მედვედევმა პუტინის დაპატიმრებაზე ორდერს უპასუხა
ღმერთი და რაკეტები ყველას გვიყურებენ: მედვედევმა პუტინის დაპატიმრებაზე ორდერს უპასუხა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქმიანობის ეფექტურობა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების... 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T11:02+0400
2023-03-20T11:02+0400
2023-03-20T16:55+0400
რუსეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275264317_0:59:2743:1601_1920x0_80_0_0_c0f502c8ab44a61dc558d00762b15c67.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქმიანობის ეფექტურობა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, ნულის ტოლია, მიაჩნია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დმიტრი მედვედევს.როგორც ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი წერს Telegram-არხზე, ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს შეიძლება შეერთებული შტატების ძლიერი ზეწოლით მიეღო.მედვედევის განმარტებით, ქვეყნისა და მისი ლიდერის გასამართლება მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: როდესაც ქვეყანა უკიდურესად სუსტდება, თითქმის კარგავს სუვერენიტეტს და აღიარებს მის წინააღმდეგ სასამართლოს, და როდესაც ქვეყანა ომში მარცხდება და კაპიტულაციას ხელს აწერს.ამასთან ექს-პრემიერს მიაჩნია, რომ ICC-ს გადაწყვეტილების შედეგები თავად საერთაშორისო სამართალზე აისახება და ისინი საშინელი იქნება, ვინაიდან მხარეები საერთაშორისო ორგანოებში კი აღარ წავლენ, არამედ ერთმანეთში მოილაპარაკებენ, რაც „მთელი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დაცემას“ მოასწავებს.მედვედევის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერის გამცემ მოსამართლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ საუბარია „უდიდეს ბირთვულ ძალაზე“, რომელსაც შესაბამისი იარაღის გამოყენება შეუძლია.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, 17 მარტს გასცა ორდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ს იურისდიქციას, ვალდებული არიან, დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი. რუსეთში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ამ ორდერს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შედეგები არ ექნება, ხოლო „ასეთი აბსურდული გადაწყვეტილების შემდეგ ICC თვითლიკვიდაციის გზას დაადგა“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275264317_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3d678eea17d2861c45cf46cc0d867380.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ვლადიმირ პუტინი
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ვლადიმირ პუტინი
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქმიანობის ეფექტურობა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, ნულის ტოლია, მიაჩნია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დმიტრი მედვედევს.
როგორც ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი წერს
Telegram-არხზე, ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს შეიძლება შეერთებული შტატების ძლიერი ზეწოლით მიეღო.
მედვედევის განმარტებით, ქვეყნისა და მისი ლიდერის გასამართლება მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: როდესაც ქვეყანა უკიდურესად სუსტდება, თითქმის კარგავს სუვერენიტეტს და აღიარებს მის წინააღმდეგ სასამართლოს, და როდესაც ქვეყანა ომში მარცხდება და კაპიტულაციას ხელს აწერს.
„და აქ გადაწყვიტეს გაასამართლონ სხვა ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც ICC-ში იმავე მოტივით არ მონაწილეობს, რომლითაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები არ მონაწილეობენ. აშკარაა, რომ იმავე პინდოსტანიდან მაქსიმალურად ხისტი მითითება მიიღეს. გასაგებია, რომ არანაირი პრაქტიკული ღირებულება არ არსებობს, მაგრამ გმადლობთ, რომ გაგახსენდით“, — წერს მედვედევი.
ამასთან ექს-პრემიერს მიაჩნია, რომ ICC-ს გადაწყვეტილების შედეგები თავად საერთაშორისო სამართალზე აისახება და ისინი საშინელი იქნება, ვინაიდან მხარეები საერთაშორისო ორგანოებში კი აღარ წავლენ, არამედ ერთმანეთში მოილაპარაკებენ, რაც „მთელი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დაცემას“ მოასწავებს.
მედვედევის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერის გამცემ მოსამართლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ საუბარია „უდიდეს ბირთვულ ძალაზე“, რომელსაც შესაბამისი იარაღის გამოყენება შეუძლია.
„ბატონებო, ღმერთი და რაკეტები ყველას გვიყურებენ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვაში მდგარი რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს შენობის მიმართულებით. სამწუხაროდ, მისი ჩამოგდება შეუძლებელია. თანაც სასამართლო უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნის მოსახლეობა. ამიტომ ომსაც ვერ დაიწყებენ. შეეშინდებათ. და არც არაცის შეეცოდება. ასე რომ, მოქალაქე მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში“, — აფრთხილებს მედვედევი მოსამართლეებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, 17 მარტს გასცა ორდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ. ორდერის თანახმად, ახლა მსოფლიოს ის 123 ქვეყანა, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინეს, ან აღიარებენ ICC-ს იურისდიქციას, ვალდებული არიან, დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ამ ორდერს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შედეგები არ ექნება, ხოლო „ასეთი აბსურდული გადაწყვეტილების შემდეგ ICC თვითლიკვიდაციის გზას დაადგა“.