მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 54% შეადგინა

© photo: Sputnik / Абзал Калиев / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები ყაზახეთში
არჩევნები ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2023
გამოწერა
ყაზახეთში კვირას, 19 მარტს ვადამდელი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატთა არჩევნებზე საარჩევნო უბნების დაკეტვის მომენტში აქტივობა 54,09% იყო, - განაცხადა კვირას ქვეყნის ცესკოს მდივანმა მუხტარ იერმანმა.
2021 წლის იანვრის არჩევნებზე აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 63,1% შეადგინა.
„საოლქო, რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქების, დედაქალაქის კომისიების მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2023 წლის 19 მარტის 20:00 საათის მდგომარეობით, ბიულეტენი მიიღო სიებში შეყვანილი მოქალაქეების მთლიანი რაოდენობის 54,09%-მა“, - განაცხადა იერმანმა ბრიფინგზე.
ყველაზე მეტი ამომრჩეველი ყიზილორდის ოლქის საარჩევნო უბნებზე მივიდა - 66,4%, ყველაზე ნაკლები - ალმათიში, სადაც ხმა მისცა ამომრჩეველთა მხოლოდ 25,8%-მა.
ყაზახეთის ხუთ რეგიონში - დასავლეთ ყაზახეთის, ატირაუს, მანგისთაუს, აქტობესა და ყიზილორდის ოლქებში - სასაათო სარტყელებში დროის სხვაობის გამო, უბნები ერთი საათის შემდეგ დაიხურება.
ვადამდელი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში კვირას, 19 მარტს გაიმართა.
ცესკომ რესპუბლიკაში რეგისტრირებული შვიდი პარტიის სია დაარეგისტრირა. მათ შორისაა - ყველაზე მრავალრიცხოვანი „ამანათი“, დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლი“, ყაზახეთის სახალხო პარტია, სახალხო დემოკრატიული პარტია „აუილი“, საერთო-ეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეთა პარტია „ბაიტაკი“ და პარტია Respublica.
ყველა ახალი ამბავი
0